Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 მარტს იწყება

აჭარა თაიმსი მარტი 5, 2025
pirvelklaselebi_AJARATIMES.GE

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. 2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

რეგისტრაციის ვადები: I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025 წლის 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2025 წლის 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ, შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ;

II ეტაპი – ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2025 წლის 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა;

III ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2025 წლის 22 მაისს დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება;

IV ეტაპი – ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა“, – ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2025 წლის 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეოთხე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

„პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

Post navigation

Previous: მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
Next: საქართველოში ზამთრის ცივი დღეები მოგონებას ჩაბარდება – მეტეოროლოგი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

სულხან მესხიძე მაისი 1, 2026
taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

სულხან მესხიძე მაისი 1, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ნაოსნობის წესების დარღვევისთვის კონტეინერმზიდი გემი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევისთვის კონტეინერმზიდი გემი დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.