Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

სულხან მესხიძე მაისი 1, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეებმა ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, ჩამორთმეული მიწების მეპატრონეები, იპოთეკითა და საბანკო დავალიანებებით დაზარალებულები, ასევე ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები და დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული პირები.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ანბანის კოშკთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. მსვლელობისას ისინი სკანდირებდნენ საკუთარ მოთხოვნებს და შესაბამისი უწყებებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვდნენ.

აჭარის მთავრობასთან შეკრებილებს, მიუხედავად რამდენიმე წუთიანი ლოდინისა, ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და პროტესტის ტროტუარზე გაგრძელება ურჩია, თუმცა შეკრებილთა სიმრავლის გამო ქუჩის გათავისუფლება ვერ მოხერხდა.

შემდეგ მოქალაქეებმა მსვლელობა „აჭარის ტელევიზიის“ შენობისკენ გააგრძელეს, სადაც მათი პრობლემების გაშუქება მოითხოვეს. ადგილზე ისინი უფლებადამცველთან, თამაზ ბაკურიძესთან ერთად რამდენიმე წუთით შეჩერდნენ და მაუწყებელს ყურადღებისკენ მოუწოდეს.

შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობით ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც თვითმმართველობის შენობის ყველა შესასვლელი, მათ შორის ეზოს ჭიშკრებიც დაკეტილი დახვდათ. ადგილზე ისმოდა შეძახილები – „გამოდი, მშიშარა“, რომლითაც შეკრებილები ბათუმის მერს, გიორგი ცინცაძეს მიმართავდნენ და მისი გადადგომა მოთხოვეს. ტერიტორიაზე რამდენიმე წუთით დაძაბულობა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა მერი აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია.

მოგვიანებით მოქალაქეები კვლავ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან დაბრუნდნენ, თუმცა არც იქ გამოჩენილა მათთან სასაუბროდ ოფიციალური პირი. საბოლოოდ აქცია დაიშალა, თუმცა განაცხადეს, რომ პროტესტს 15 მაისს კვლავ განაახლებენ. მათ ასევე მოუწოდეს აჭარის მთავრობის ხელმეორედ დანიშნულ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, დაინტერესდეს მათი პრობლემებით და რეაგირება მოახდინოს.

დაკავშირებული თემები ⇓

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

მოსკოვსა და ბაქოში დაბადებული შვილები და ძვირადღირებული ქონება საქართველოში – ზურაბ პატარაძის ქონებრივი დეკლარაცია

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

 

Post navigation

Previous: ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ
Next: ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.