Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

სულხან მესხიძე მაისი 1, 2026
taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE

ბათუმში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. პროტესტის მონაწილეები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მუშაობა დროებით შეწყვიტეს, მათ ტაქსის აპლიკაციები Bolt, Maxim და Yandex გათიშეს.

მძღოლების განცხადებით, არსებული სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესებულია. მათი თქმით, საწვავის ფასის ზრდამ შემოსავალზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც მოქმედი ტარიფები და კომპანიების მიერ დაწესებული საკომისიოები მათთვის აღარ არის მისაღები.

გაფიცულები ტაქსის კომპანიებს საკომისიოს შემცირებასა და მგზავრობის ტარიფების გაზრდას სთხოვენ. მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები აუცილებელია, რათა საქმიანობა კვლავ ეკონომიკურად გამართლებული გახდეს და მათ ყოველდღიური ხარჯების დაფარვა შეძლონ.

ბათუმის პარალელურად, ანალოგიური მოთხოვნებით ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ თბილისსა და ქუთაისშიც.

პროფკავშირ „ლაბორის“ ინფორმაციით, მძღოლების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები სოციალური დიალოგის ფარგლებში მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას ითვალისწინებს. ისინი მიმართავენ ტაქსის კომპანიებს დაიწყონ მოლაპარაკებები და გაითვალისწინონ მძღოლების სოციალური მდგომარეობა. ამასთან, მძღოლები პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველის ჩართვასაც ითხოვენ.

„ვიტოვებთ იმედს, რომ სოციალური პრობლემების მოლაპარაკებების გზით გადაჭრა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია და სოციალური დიალოგის დამკვიდრების დროა,“ – აღნიშნულია პროფკავშირ „ლაბორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავშირებული თემები ⇓

ბათუმში ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს 

მატარებლის ბათუმში ჩამოსვლამდე მუნიციპალური ავტობუსი მუშაობას ასრულებს – რას ამბობენ ავტოტრანსპორტში

მანქანით ჩარჩენილი ადამიანი მდინარე ჭოროხში – მახოს ხიდის მიმდებარედ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

 

Post navigation

Previous: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.