Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • მოსაზრება

პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით

admin Posted on 9 თვის ago
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE

დღეს პრესის თავისუფლების დღეს ვხვდები როგორც ჟურნალისტი, რომელმაც კიდევ ერთი წელი გაატარა უკიდურესად მტრულ და ხშირად სახიფათო გარემოში. ეს წელი იყო ბრძოლა – არა მხოლოდ პროფესიული პრინციპების დასაცავად, არამედ ჩემი უსაფრთხოებისთვისაც. მიუხედავად ამისა, არ გამნელებია სურვილი, ვყოფილიყავი ხმა მათთვის, ვისაც მმართველი ძალა ხშირად არ უსმენს.

„აჭარა თაიმსის“ მეშვეობით ვუამბე საზოგადოებას ამბები, რომლებიც აქამდე ცნობილი არ იყო. კერძოდ, ვამხილე მავნე პრაქტიკები, ჩავუღრმავდი იმ თემებს, რომლებზეც სამთავრობო მედიასაშუალებები არ საუბრობენ. არაერთი გახმაურებული საქმე მოვიძიე და გავაშუქე.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე ჩაგრული და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს – იმ ადამიანებს, ვინც ვერ იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, ვინც შშმ სტატუსის მიუხედავად იგნორირებულია, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს სისტემური უყურადღებობის გამო. ვწერდი და ვაშუქებდი იმ ქალებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და მაინც ვერ მოიპოვეს სამართალი. მათ ისტორიებს მივეცი სივრცე, ხმა და მნიშვნელობა.

2025 წელს, პრესის თავისუფლების დღეს საქართველოში თავისუფალი მედია ხვდება მძიმე რეალობით:

  • ქალი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, პატიმრობაშია მხოლოდ იმის გამო, რომ სიმართლის თქმა არ შეწყვიტა;
  • ბევრი ჩემი კოლეგა ძალადობის მსხვერპლი გახდა – მათ სცემეს, დაასახიჩრეს, დაუზიანეს ჯანმრთელობა მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ;
  • ქვეყანაში დაიხურა რამდენიმე ტელევიზია;
  • რეგიონული მედია მძიმე ფინანსურ კრიზისშია, რაც ორგანიზაციების არსებობას საფრთხეს უქმნის;
  • დღეს თავისუფალ მედიას საქმიანობა უწევს რეპრესიული კანონების პირობებში. „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული ინიციატივების შედეგად, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საერთაშორისო გრანტებზე წვდომას მთლიანად კარგავენ;
  • ადგილობრივი ბიზნესი ვერ ბედავს თანამშრომლობას იმ მედიასთან, რომელსაც კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა  აქვს — შიშისა და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სარეკლამო ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი მედიისთვის.

ეს გარემოებები ქმნის პირობებს, სადაც მედია იბრძვის არა მხოლოდ სიმართლის სათქმელად, არამედ გადარჩენისთვისაც.

ეს დღე მხოლოდ კალენდარში ჩაწერილი თარიღი არ არის — ის გვახსენებს, რომ ჩვენი თავისუფლება ჯერაც დაუცველია და ყოველდღე ბრძოლას საჭიროებს. მიუხედავად ამ მძიმე ფონისა, მე არ გავჩერებულვარ. ვფიქრობ არც გაჩუმებაა გამოსავალი. დღესაც, როგორც ბოლო ერთ წელიწადში ყოველ დღე, „აჭარა თაიმსი“ მზად არის თქვას ის, რაც რეალობაა. სანამ ერთი თავისუფალი ჟურნალისტი იბრძვის, სინათლე ბოლომდე არ ჩაქრება. მე ამ სინათლეში ვრჩები.

სულხან მესხიძე, აჭარა თაიმსი – დამფუძნებელი და დირექტორი

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმში ექსპრეს ლომბარდის 2 ფილიალს შეხვდები – რატომ უნდა აირჩიოთ მისი მომსახურება?
Next: ავარია ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

admin Posted on 4 თვის ago 0
temur gogitidze_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

მამოგრაფიას რეალურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა?

admin Posted on 1 წელი ago 0
natura_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

რა აქტივობებით გავაოცოთ უნივერსიტეტები?

admin Posted on 1 წელი ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 7 საათის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 20 საათის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 23 საათის ago 0
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 1 დღის ago 0
ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 7 საათის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 7 საათის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 4
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 20 საათის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 23 საათის ago 0

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.