
მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას” პროფესორმა და ბსუ-ს ყოფილმა რექტორმა, ალიოშა ბაკურიძემ 5 ათასი ლარი შესწირა, ამის შესახებ ინფორმაცია შემწირველთა ერთიან პორტალზეა ასახული.
“თანხის ჩარიცხვით მე მმართველ პარტიას ხელს ვუწყობს. ხელშეწყობა სჭირდება მეცნიერებასა აკადემიურ პერსონალს, მჯერა ქართული ოცნება ამ მიმართულებით სწორ პოლიტიკას გაატარებს,” – უთხრა AJARATIMES.GE-ის ალიოშა ბაკურიძემ.
ინფორმაციისთვის: ალიოშა ბაკურიძე ამ ეტაპზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. პროფესორი ბსუ-ს რექტორი 2008-2015 წლებში იყო.