Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

რატომ ვერ იცავს კანონი კულტურულ მემკვიდრეობას – აჭარის მაგალითი

აჭარა თაიმსი დეკემბერი 16, 2023
batumi_ajaratimes.ge

„თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას…“ – ვკითხულობთ ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის წერილში.

საზოგადოებაში არაერთხელ ყოფილა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა მთავარი განსახილველი თემა, თუმცა საბოლოოდ, მისი ბედი კონსტიტუციითა გათვალისწინებული, რომელიც ხელისუფლების უშუალო მოვალეობაში შედის. და მაინც, რა წერია კანონში? როგორ იცავს სამართალი კულტურულ მემკვიდრეობას და ასრულებს თუ არა მთავრობა დაკისრებულ მოვალეობას? ამ სტატიაში აჭარის მაგალითზე ვისაუბრებთ.

  • რა წერია კანონში?

საქართველოს კონსტიტუციას კანონის სახით, სამართლებრივი აქტი აქვს, რომელიც კონსოლიდირებული (საბოლოო) ვარიანტის სახით, ოფიციალურადაა წარმოდგენილი და მას – „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ – ჰქვია.

როგორც, „საკანონმდებლო მაცნეში“ ვკითხულობთ, კანონის მიზანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებაა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კულტურის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, მოქმედ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანე, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილი,“ – წერია კანონში.

  • რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა დღეს?

ბოლო  წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა არა მხოლოდ ბუნებრივი პროცესების, არამედ ისეთი სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების გამოც, როგორიცაა: ინდუსტრიის სწრაფი განვითარება, ურბანული განვითარება, მზარდი ტურიზმი.

საყურადღებოა, ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტები.

მაგალითად: ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ორი რვასართულიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში განაცხადები უკვე შესულია. მათგან ერთს ბათუმის მერიის თანხმობა 2016 წელს აქვს მიღებული.

ბათუმში, გამსახურდიასა და გორგასლის ქუჩების კვეთაში [ #35 ] – სომხურ-კათოლიკურ ეკლესიასთან, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მოქალაქე ნანული დოლიძე საცხოვრებელ სახლს იშენებს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა.

კანონმდებლობის აღსრულების ნაკლებობაზე ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის დამცველის გზამკვლევში, სადაც წერია, რომ ხელისუფლება დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.

„საქართველოს მაგალითზე აღნიშნული საფრთხე საკმაოდ ხელშესახებია. ერთი შეხედვით, თითქოს სახეზეა ყველა საჭირო კანონი იმისთვის, რომ ქვეყანაში ხდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ადმინისტრირება, მაგრამ რეალობა საპირისპიროს აჩვენებს – არსებული საკანონმდებლო დებულებების აღსრულება უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, მიზეზი, სამწუხაროდ, პოლიტიკური ნების არარსებობაა. ამას მოწმობს ბოლო წლებში

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები:

  • სახელმწიფო სტრუქტურები თავად არღვევენ
  • კანონით განსაზღვრულ პროცედურებს;
  • სახელმწიფო სტრუქტურები უმოქმედობით არ
  • უზრუნველყოფენ კანონის დაცვას;
  • სახელისუფლებო სტრუქტურები კულტურული
  • მემკვიდრეობის დაცვის შესახებ
  • კანონის საწინააღმდეგო კანონებსა და
  • კანონქვემდებარე აქტებს იღებენ,“ –  ვკითხულობთ წერილში.

Post navigation

Previous: ბათუმში პოლიციელებს ბინები გადაეცათ
Next: როგორი ნაძვის ხე ექნება წელს ბათუმს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.