Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა

სულხან მესხიძე მარტი 2, 2024
tornike rijvadze_ajaratimes.ge

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის რანგში ქონების დეკლარირება პირველად 30.09.2018 წელს მოახდინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მეუღლის, მაგდა მამულაძის სახელზეა 2007 წელს ნაჩუქარი ბინა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე. მაგდა მამულაძემ ასევე, მემკვიდრეობით მიიღო 13, 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.

თორნიკე რიჟვაძე კი, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფლობს კომერციულ ფართს, რომელიც ნასყიდობის ფორმით, 65 000 USD აქვს შეძენილი. წლებია, ამავე მისამართზე ცხოვრობს რიჟვაძე ოჯახთან ერთად, თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული ბინის შესახებ ინფორმაცია არაა მითითებული, სახელმწიფო დაცვაც ჭავჭავაძის 5 ნომერშია განთავსებული. სავარაუდოდ, საცხოვრებელი მათ სახელზე არაა.

რიჟვაძის სახელზეა 61 000 USD შეფასებული ბინა თბილისში, რომელიც ასევე, როგორც დეკლარაციაშია მითითებული ნასყიდობის ფორმითაა შეძენილი 2017 წელს.  მეუღლის მაგდა მამულაძის სახელზეა მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry, რომელიც 8 500 USD შეფასებული.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საბანკო მონაცემები და კაპიტალი 2018 წლის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • “საქართველოს ბანკი” სახელფასო 2019,01 GEL
  • “საქართველოს ბანკი” სახელფასო 11792,87 USD
  • “საქართველოს ბანკი” საკრედიტო 485,55 GEL
  • “თი–ბი–სი ბანკი” საბარათე 306,78 USD
  • 7000 USD დანაზოგი
  • 5000 GEL დანაზოგი

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ თორნიკე რიჟვაძე და მისი მეუღლე, მაგდა მამულაძე რამდენიმე კომპანიაში ფლობენ წილებს, თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამეწარმეო საქმიანობით მათ ანაზღაურება არ მიუღიათ.

ვიდრე თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდებოდა ის ენერგეტიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, საიდანაც მას ანაზღაურების სახით, 2017 წელს 34967 GEL აქვს მიღებული.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობის პერიოდში კი რიჟვაძემ 2012 GEL მიიღო.  2017 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობისას 3914,29 GEL აქვს მიღებული.

საჯარო სამსახურში გადანაცვლებამდე თორნიკე რიჟვაძე შპს “აჭარისწყალი ჯორჯიაში” მუშაობდა, რა დროსაც მან ანაზღაურების სახით 106764 GEL მიიღო.

მისი მეუღლე, მაგდა მამულაძე ბათუმის მერვე საჯარო სკოლის პედაგოგია, მას 2017 წლის მონაცემებით, 881,55 GEL აქვს მიღებული. ამავე წელსვე, მამულაძე კერძო კომპანიაში იყო დასაქმებული, საიდანაც ანაზღაურების სახით 8712,96 GEL ჩაურიცხეს.

2017 წლის მონაცემებით, თორნიკე რიჟვაძეს კომერციული ფართებიდან, ასევე, ბინიდან საიჯარო ხელშეკრულებებით რამდენიმე ათასი ლარი აქვს მიღებული. ამ შემთხვევაში მონაცემები ასე გამოიყურება ⇓

  • იჯარა, კომერციული ფართის იჯარა, 4400, USD – 6338 GEL (შემოსავალი)
  • იჯარა, კომერციული (საოფისე) ფართის იჯარა, 2000, EUR – 5666 GEL (შემოსავალი)
  • იჯარა, თბილისის ბინის იჯარა, 5760, USD – 1440 USD (შემოსავალი)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 25.09.2023 წელს შეავსო. დოკუმენტის თანახმად, მას თანამდებობამდე არსებული ქონების გარდა, შემდგომ წლებში მნიშვნელოვანი შენაძენი არ აქვს. განახლებულ დოკუმენტში აღნიშნულია ოჯახის სახელფასო შემოსავალი და 105 000, USD ოდენობის იპოთეკური სესხი.

ოჯახის სახელფასო შემოსავალი 2023 წლის მდგომარეობით ასე გამოიყურება ⇓

თორნიკე რიჟვაძე: 

  • სახელფასო – 56636,37 GEL
  • თანხა ანგარიშზე – 3859,37 USD
  • თანხა ანგარიშზე – 23,46 GEL
  • საკრედიტო – 940,97 GEL

მაგდა მამულაძე:

  • სახელფასო – 166,43 GEL

 

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრებს აჭარიდან იწყებს – ოცნება
Next: რა ხარვეზები დააფიქსირა აუდიტმა ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.