ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რა ქონებას ფლობენ აჭარის მუნიციპალიტეტების მერები. თანამდებობის პირებს ვალდებულება აქვთ ქონება, დეკლარაციებში ასახონ, მათ შორის საჩუქრად მიღებული ძვირადღირებული ნივთებიც.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს. საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 500 ლარს.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ ქობულეთის მერს აქვს არასაცხოვრებელი ფართი 164 კვ.მ, რომლის 100 პროცენტიანი მფლობელია. ლევან ზოიძე ფლობს კიდევ ერთ 151,3 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, რომლის 55 პროცენტია მის სახელზე.
ქობულეთის მერს აქვს მიწის ნაკვეთიც, რომლის საერთო ფართობი 246 კვ.მ და 100 პროცენტიანი მფლობელია. მუნიციპალიტეტის მერი ფლობს ბინას ბათუმში, რომლის 100 პროცენტიანი წილი ეკუთვნის.
ლევან ზოიძის საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება:
- “საქართველოს ბანკი” სახელფასო 2507,3 GEL (+)
- “საქართველოს ბანკი” ანაბარი 444 GEL (+)
- “საქართველოს ბანკი” მიმდინარე 152,13 GEL (+)
- “საქართველოს ბანკი” მომსახურე ტექნიკური ანგარიში 13,04 GEL (+)
ლევან ზოიძემ ხელფასის სახით, გასული წელს 48818,88 GEL მიიღო. მის სახელზე ასევე, ფიქსირდება კომერციული ფართი, რომლისგანაც გასულ წელს 19097,83 GEL შემოსავალი უფიქსირდება.
ხელვაჩაური მერი დედაქალაქში ფლობს ბინას, რომლის ღირებულება 60 500 USD შეადგენს. მას ასევე, ბათუმში, მემკვიდრეობის სახით მიღებული აქვს 970 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის 25 პროცენტიანი მფლობელია.
ქონებრივ დეკლარაციაში ასევე, ასახულია, რომ ზაზა დიასამიძის მეუღლე, თამილა ჭურკვეიძეს ბათუმში აქვს მიწის ნაკვეთი 567 კვ.მ, რომელიც საჩუქრად მიიღო. მეუღლის სახელზე ასევე, ფიქსირდება ბინა ბათუმში, რომლის 100 პროცენტიანი მფლობელია. ხელვაჩაურის მერს აქვს მსუბუქი ავტომობილი (TOYOTA CAMRY), რომელიც 7000 USD შეფასებული.
ზაზა დიასამიძის საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება:
- “საქართველოს ბანკი” მიმდინარე – 130,29 USD
- “საქართველოს ბანკი” სახელფასო, მეუღლე, თამილა ჭურკვეიძე – 1357,07 GEL (+)
- “ვითიბი ბანკი” ზაზა დიასამიძე, იპოთეკური სესხი, 97000, GEL
დიასამიძის ქონებრივი დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ მეუღლე ერთ-ერთ კომპანიას ფლობს, რომლის შემოსავალი 34 780 GEL შეადგენს.
თამილა ჭურკვეიძე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოშია დასაქმებული და მას 2022 წელს ანაზღაურების სახით 17325,4 GEL მიღებული. ზაზა დიასამიძეს კი ანაზღაურების სახით 2022 წელს 48818,88 GEL უფიქსირდება. ხელვაჩაურის მერმა 7000 USD შემოსავალი მიიღო ავტომობილის გაყიდვით.
მერს აქვს იპოთეკური სესხიც 119 000 ლარის ოდენობით. ქონებრივი დეკლარაციით ასევე, ირკვევა, რომ დიასამიძეს გაუსხვისებია ბინა საიდანაც 65 000, USD შემოსავალი მიიღო.
ქედის მერის ქონებრივი დეკლარაციის პირველ გრაფაში წერია, რომ მას ბათუმში, აქვს ბინა, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელია – შეფასებული 40 000USD. როლანდ ბერიძე ასევე, ფლობს მიწინს ნაკვეთს – ჯამში 40 კვ.მ ხელვაჩაურში, რომლის ღირებულებაა 2 000 GEL.
ქედის პირველ პირს ბინა იპოთეკით აქვს დატვირთული, რომლის საფასურად ქონებრივ დეკლარაციაში 96 000, GEL მითითებული. დოკუმენტში არ არის მითითებული ბინის მისამართი.
ოჯახის საბანკო მონაცემები ასე გამოიყურება:
- როლანდი ბერიძე “თი–ბი–სი ბანკი”- სახელფასო 1167,55 GEL (+)
- მეუღლე – სოფიო ოქროპირიძე “თი–ბი–სი ბანკი” მიმდინარე 7,47 GEL (+)
როლანდ ბერიძემ გასულ წელს ხელფასის სახით 48818,88 GEL მიიღო.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შუახევის მერს, უძრავი ქონების სახით მხოლოდ სოფელ ნაღვარევში, დაუსრულებელი საცხოვრებელი სახლი უფიქსირდება, რომლის რემონტისთვის 9 400 GEL დაუხარჯავს.
მეუღლე, ხათუნა დუმბაძე კი ფლობს მსუბუ ავტომობილს, რომელიც 7500 GEL შეფასებული.
შუახევის მერისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო მონაცემები ასე გამოიყურება:
ომარ ტაკიძე – TBC ბანკი ⇓
- საკრედიტო 1631,11 GEL
- სახელფასო 4276,15 GEL
- მიმდინარე 1646,48 GEL
- მიმდინარე 9,64 GEL
- მეუღლე, ხათუნა დუმბაძე – “ლიბერთი ბანკი” სახელფასო 548,49 GEL
შუახევის მერმა გასულ წელს ხელფასის სახით 48818,88 GEL მიიღო. მეუღლე, ხათუნა დუმბაძე დასაქმებულია ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, რომელსაც გასულ წელს ანაზღაურების სახით 5375,24 GEL ჩაერიცხა.
ხულოს მერი მიწის ნაკვეთს ფლობს ბათუმში, რომელზეც არის შენობა ნაგებობა (360.31 კვ.მ) და ის რამდენიმე ბინადაა დაყოფილი. ვახტანგ ბერიძე დეკლარაციაში აღნიშნავს, რომ შენობა მის მიერაა აშენებული და რამდენიმე ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გაცემული.
ბინებიდან შემოსავალი შემდეგნაირადაა აღრიცხული:
- ბათუმი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა, N 10, 112 კვ.მ – 20 000GEL
- ბათუმი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა, N 10, 94,7 კვ.მ – 20 000GEL
- ბათუმი , ქუჩა შალვა ნუცუბიძის , N 44, 189 კვ.მ – 40 000GEL
- ბათუმი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა, N 10, 75,5 კვ.მ – 20000GEL
ქონებრივ დეკლარაციაში მერს ასევე, აღნიშნულია, რომ ვახტანგ ბერიძემ მემკვიდრეობის სახით, ხულოში, სოფელი მერჩხეთში მიიღო 2 600 კვ.მ მიწის ფართობი (წილი 17%). ტერიტორიაზე არის შენობა ნაგებობები.
ვახტანგ ბერიძის საბანკო მონაცემები ასე გამოიყურება:
- “საქართველოს ბანკი” მომსახურე ანგარიში – 29,94 GEL
- “საქართველოს ბანკი” ანაბარი – 97 GEL
- “ლიბერთი ბანკი” საკრედიტო – 0,65 GEL
- “ლიბერთი ბანკი” ოვერდრაფტი – 2713,44 GEL
- “საქართველოს ბანკი” მომსახურე ანგარიში – 0,37 GEL
- “თი–ბი–სი ბანკი” მიმდინარე – 14,26 GEL
- “ლიბერთი ბანკი” აგრობარათი – 5 GEL
- “თი–ბი–სი ბანკი” მიმდინარე – 271,13 GEL
ხულოს მერის მეუღლე, ნანული ბერიძე არის ინდ მეწარმე, რომელმაც გასულ წელს შემოსავლის სახით, 14 330 GEL მიიღო. შვილი, თემურ ბერიძე კი ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტული სასახლეშია დასაქმებული და მან გასულ წელს ხელფასის სახით 4894 GEL, ხოლო ბონუსად 157 GEL მიიღო.
ქონებრივი დეკლარაციით, ასევე, ირკვევა, რომ ხულოს მერს TBC ბანკში აქვს ორი სესხი 100 000, GEL და 7 000, GEL ოდენობით. ამავე ბანკში ფიქსირდება სესხები მეუღლისა (30000 GEL) და შვილის (25 000, GEL) სახელზე.
ვახტანგ ბერიძის შვილს, უცხოეთიდან ნათესავმა, პირად ანგარიშზე თანხა ჩაურიცხა, რომელიც გამოყენეს ქორწილის ხარჯისა და ოჯახის სესხის ნაწილის დაასაფარად. თანხა საერთო ჯამში 3485,89 USD შეადგენდა. თემურ ბერიძემ (შვილი) ქორწილში მიიღო საჩუქრად ფული – 49 000 GEL ოდენობით.
ხულოს მერმა საოჯახო მეურნეობიდან შემოსავლის სახით გასულ წელს 18 000 GEL მიიღო, რომელიც, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული სესხების დასაფარად გამოიყენა.
ინფორმაციისთვის: ასე გამოიყურება აჭარის მუნიციპალიტეტების მერების ქონებრივი მდგომარეობა. ჩვენს მიერ შესწავლილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყველაზე დიდი კაპიტალი ხულოს მერს გააჩნია, მას მოჰყვება ხელვაჩაურის მერი, ხოლო ყველაზე მცირე ქონება შუახევის მერს უფიქსირდება.
AJARATIMES.GE ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და მომდევნო მასალაში მუნიციპალიტეტის მერების საოჯახო კაპიტალის სხვა გარემოებებზე მოგიყვებათ.