Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

რეგიონული მედია ფინანსური კოლაფსის წინაშე – სარეკლამო ბაზრის დისპროპორციის გამო 17 მაუწყებელმა მუშაობა შეწყვიტა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 30, 2025
_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, 2024-2025 წლებში სარეკლამო ბაზრის მკვეთრად არათანაბარმა განაწილებამ რეგიონული მედია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

ორგანიზაციის შეფასებით, არსებული ტენდენცია არა მხოლოდ კრიტიკულ, არამედ განსაკუთრებით რეგიონულ მაუწყებლებს აზარალებს, რომლებიც შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში ოპერირებენ.

TI საქართველოს მონაცემებით, 2024-2025 წლებში პროსამთავრობო მაუწყებლებმა ჯამში 89.5 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, მაშინ როცა კრიტიკულ ტელევიზიებზე ეს მაჩვენებელი თითქმის ოთხჯერ ნაკლები – 23 მილიონი ლარი იყო. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარეკლამო ბაზრის ეს დისპროპორცია რეგიონულ მაუწყებლებზე კიდევ უფრო მძიმედ აისახა.

კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, TI საქართველო მიუთითებს, რომ ფინანსური რესურსების სიმწირის გამო, 2025 წლიდან მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა. ანგარიშის მიხედვით, რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოების როგორც ჯამური, ისე სარეკლამო შემოსავლები მკვეთრად ჩამორჩება ეროვნული დაფარვის მაუწყებლებს, რაც მათ სტაბილურ ფუნქციონირებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის პირველ სამ კვარტალში სარეკლამო ბაზარზე საერთო ზრდა დაფიქსირდა, ეს ზრდა თითქმის სრულად პროსამთავრობო მაუწყებლების სასარგებლოდ გადანაწილდა, ხოლო რეგიონულ მედიას ფაქტობრივად არ შეხებია. შედეგად, რეგიონებში შემცირდა დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროების რაოდენობა და გაძლიერდა ცენტრალიზებული საინფორმაციო დღის წესრიგის გავლენა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განსაკუთრებულ საფრთხედ აფასებს რეგიონული მედიის გაქრობას, რადგან სწორედ ეს მაუწყებლები უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი პრობლემების, მოქალაქეთა ინტერესებისა და თვითმმართველობების საქმიანობის გაშუქებას. მათი დახურვა, ორგანიზაციის შეფასებით, პირდაპირ აისახება რეგიონებში საზოგადოების ინფორმირების ხარისხსა და დემოკრატიულ პროცესებზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონულ მედიაში ფინანსურ კრიზისს თან ახლავს ჟურნალისტების შემცირება, ტექნიკური რესურსების დეფიციტი და მრავალთვიანი სახელფასო დავალიანებები. ამ ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი იძულებულია დატოვოს პროფესია, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ადგილობრივ მედიაგარემოს.

TI საქართველო მიიჩნევს, რომ სარეკლამო ბაზრის არსებული სტრუქტურა, კანონმდებლობის გამკაცრება და საერთაშორისო დაფინანსების შეზღუდვა რეგიონულ მედიას სისტემურ ზეწოლას უქმნის. ორგანიზაციის შეფასებით, თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა, რეგიონული მედიის სრულად გაქრობის საფრთხე რეალურია, რაც საზოგადოებას მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.

Post navigation

Previous: საქართველოში 3 იანვრამდე თოვლი და ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
Next: ახალი წელი მიწაზე, პოლიეთილენის ქოხში – უხილავი სიღარიბე ბათუმის ცენტრში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა – სსე ავარიის მიზეზს ადგენს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 2
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.