Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

სად დადიოდნენ მივლინებით ქობულეთის მერი და თანამშრომლები

სულხან მესხიძე დეკემბერი 13, 2023
qobuletis.meria_ajaratimes.ge

The Ajara Times-მა ქობულეთის მერიიდან მივლინებების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ამ სტატიაში ვაპირებდით იმის მოყოლას თუ რაში დახარჯა 2023 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტმა, თუმცა მერიამ მოწოდებულ დოკუმენტში მხოლოდ ვიზიტები ასახა, ფინანსები კი არა.

2023 წლის თებერვალში მუნიციპალიტეტის მერი თბილისში, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალის პრეზენტაციას დაესწრო, რის შემდეგაც თბილისში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში გაატარა ღამე – რამდენი დაუჯდა მუნიციპალიტეტს ლევან ზოიძის მივლინება? საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიუხედავად, ხარჯთაღრიცხვა არ მოგვაწოდეს.

მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, ასევე, ირკვევა რომ ლევან ზოიძე 9 ოქტომბერს, თბილისში გამართულ ტრენინგს დაესწრო.

მერის პირველი მოადგილე, 21-დან 26 თებერვლის ჩათვლით მივლინებით, ქალაქ ვალგაში, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105-ე წლის აღნიშვნას დაესწრო. დავით ვერულიძის ვიზიტი ცხადია ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტმა კალკულაციის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

ლიეტუვაში, ქალაქ პალანგას მერის ინაუგურაციის ღონისძიებასა და ფესტივალზე დასასწრებად, ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, დავით ბოლქვაძე და მერის მოადგილე, მინდია რომანაძე იმყოფებოდნენ. მათი მივლინება ხალხის ფულით დაფინანსდა.

ადმინისტრაციის უფროსი 7 აპრილს, თბილისში, მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდა. გელა გოგიტიძის მივლინება მანქანის სანომრე ნიშნის რეგისტრაციასა და აღებას უკავშირდებოდა. დოკუმენტში მკაფიოდ არაა განმარტებული საჯარო მოხელის ერთ დღიანი ვიზიტი დაფინანსდა თუ არა ბიუჯეტიდან.

სამი დღით იმყოფებოდა თბილისში მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ნათია ბასიაშვილის მივლინება, როგორც უწყება საჯარო წერილში განმარტავს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას უკავშირდება. ბასიაშვილი მიმდინარე წელს, ასევე, ტრენინგს დაესწრო ქუთაისშიც. საჯარო მოხელის მივლინებები ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ამ შემთვევაშიც უცნობია ხარჯთაღრიცხვა.

წყალტუბოში გამართულ ტრენინგს ქობულეთის მერიის ხუთი თანამშრომელი დაესწრო. ვახტანგ კაკალაძე – ინფრასტრუქტურის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი, გენადი თამაზაიშვილი, მერის წარმომადგენელი ბობოყვათში, ია ბერაძე, საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი, მალხაზ კვესიეშვილი, მერის წარმომადგენელი ქაქუთში და ნუკრი ჯინჭარაძე მერის წარმომადგენელი კვირიკეში. ამ ხუთი საჯარო მოხელის მივლინებისთვის რამდენი დაიხარჯა ჩვენთვის უცნობია, უწყებამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

Post navigation

Previous: დაკავება დოკუმენტების გაყალბებისთვის
Next: 14 დეკემბრის ვალუტის კურსი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი

აჭარა თაიმსი მაისი 24, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს

სულხან მესხიძე მაისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

მაისი 25, 2026
ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მაისი 25, 2026
„სკ ბათუმმა“ ფინალური სერია გაათანაბრა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ ფინალური სერია გაათანაბრა

მაისი 24, 2026
ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი

მაისი 24, 2026
ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს

მაისი 23, 2026
„დინამო ბათუმმა“ გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მაისი 23, 2026
სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

მაისი 25, 2026
ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მაისი 25, 2026
„სკ ბათუმმა“ ფინალური სერია გაათანაბრა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ ფინალური სერია გაათანაბრა

მაისი 24, 2026
ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი

მაისი 24, 2026
ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ქალი, რომელიც ბათუმის ქუჩებში რუსებს ოკუპაციას ახსენებს

მაისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.