დღეს, 17 ივლისს, ბათუმში ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის საერთაშორისო ტურნირი აიღებს სტარტს. ევროპის ლიგის B დივიზიონი არის რანგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირი, ქვიშის ფეხბურთში.
ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონში 7 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულები. ა ჯგუფი: საქართველო, ლატვია და უნგრეთი. ბ ჯგუფი: უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ლიბანი.
ტურნირი ორ ნაწილად არის დაყოფილის. ჯგუფური ეტაპი, რომელიც 17-19 ივლისს ფარგლებში ჩატარდება და პლეი-ოფის ეტაპი, 20-21 ივლისი. ევროპის ლიგის B დივიზიონის პირველი შეხვედრა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთს შორის 17:30-ზე (17 ივლისს) გაიმართება. საქართველოს ნაკრები, პირველ მატჩში ლიტვას დაუპირისპირდება, თამაში 19:00-ზე დაიწყება.
ტურნირის ფინალი 21 ივლისს, 20:30-ზე გაიმართება. ქვიშის ფეხბურთში ევროპის ლიგის B დივიზიონის მატჩების, ბათუმის ქვიშის არენაზე ჩატარდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე [სტაჟიორი]