Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საია, „სტუდია მონიტორი“ და „საქართველოს ამბები“ FARA-ს გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვენ

აჭარა თაიმსი მაისი 22, 2025
fara, media, kanoni_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სტუდია „მონიტორმა“ და მედიაპლატფორმა „საქართველოს ამბებმა“, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაა ე.წ. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება და კანონით დადგენილი ზოგიერთი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერება, ვიდრე სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

სარჩელში განმცხადებლები ამტკიცებენ, რომ 2025 წლის 1 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიების დისკრედიტაციას, დაშინებას და გაჩუმებას. მათი თქმით, კანონის ბუნდოვანება და შემსრულებელი ორგანოების — მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს, პროკურატურისა და სასამართლოს — ხელში კონცენტრირებული უფლებამოსილებები ქმნის რეალურ საფრთხეს კანონით ბოროტად სარგებლობისა.

მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს ამერიკული FARA-ს ანალოგად ასახელებს, თუმცა მოსარჩელეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-ის კონტექსტში FAღA მიმართულია მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების გავლენის შემზღუდავად და არ ვრცელდება დამოუკიდებელ, თავისუფლად მოქმედ მედიასა და არასამთავრობოებზე. მათი თქმით, აშშ-ის სასამართლო პრაქტიკით დადასტურებულია, რომ მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღება ორგანიზაციას უცხო ქვეყნის აგენტად არ აქცევს.

სარჩელში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს, როგორც კონტინენტური სამართლის მქონე ქვეყნის, სისტემაში — განსხვავებით აშშ-ის საერთო სამართლისგან — აუცილებელია სამართლებრივი ნორმების მკაფიოდ ფორმულირება. შესაბამისად, კანონის ბუნდოვანება იწვევს მძიმე სამართლებრივ გაურკვევლობას და შესაძლო ძალადობრივ ინტერპრეტაციებს.

არასამთავრობოები მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოსგან სარჩელის არსებით განხილვამდე შეაჩეროს იმ მუხლების მოქმედება, რომლებიც საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. განმცხადებლები აცხადებენ, რომ არ აქვთ დიდი მოლოდინი სასამართლოს სწრაფ და დამოუკიდებელ რეაგირებაზე, თუმცა მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა უნდა იყოს ამოწურული მოქალაქეთა უფლებების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული კომენტარები და ინტერპრეტაციები კანონთან დაკავშირებით, დამატებით ზრდის ეჭვს, რომ კანონი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით.

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში
Next: “დინამო ბათუმმა” “თელავთან” მატჩი მოიგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

12 თვეში 15 ხელფასი: როგორ აბრუნებს ქართული ოცნება გაუქმებულ კორუფციულ სქემას

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მაისი 29, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 3
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.