ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში გვიან ღამით, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შეეჯახა, შედეგად პირველადი დახმარების მანქანა ამოყირავდა.
“სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს სასწრაფოს თანამშრომლებმა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუ არ ვცდები სამი ადამიანი დაშავდა” – გვითხრა თვითმხილველმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.