Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შედის

აჭარა თაიმსი დეკემბერი 31, 2025
marshutka_AJARATIMES.GE

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სფეროში რეგულაციების ცვლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს ინიციატივით ცვლილებები შედის საქართველოს მთავრობის №4, №400, №442, №426 და №407 დადგენილებებში.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ცვლილებების მიზანია მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირება, საგზაო უსაფრთხოების განვითარება და საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში კონკურენტული გარემოს შექმნა.

ახალი რეგულაციით იცვლება მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს. ამასთან, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სავალდებულო ხდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფითა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.

აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. სააგენტოს განმარტებით, ეს მოწყობილობები უზრუნველყოფს მძღოლების სამუშაო და დასვენების რეჟიმების, ასევე გადაადგილების სიჩქარის ეფექტიან კონტროლს.

ახალი ვალდებულებების ამოქმედებისთვის განსაზღვრულია ეტაპობრივი ვადები:

ტაქოგრაფის სავალდებულო გამოყენება:

  • თბილისი – ბათუმის მიმართულებით: 2027 წლის 1 ივნისიდან;

  • სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული დასახლებისთვის: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.

სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა:

  • თბილისი – ბათუმის მიმართულებით: 2027 წლის 1 მარტიდან;

  • სხვა ყველა დასახლებისთვის: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ცვლილებები ქმნის დაბალანსებულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და საავტომობილო ტრანსპორტის სექტორის მდგრად განვითარებას.

Post navigation

Previous: ბათუმში ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული გრაფიკით იმოძრავებენ
Next: საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.