საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქის გააძევეს. ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან ინდოეთის, თურქეთის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, ბელარუსის, ერაყის, იორდანიისა და ლიეტუვის მოქალაქეები გააძავეს.
შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.



