Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

საქართველოში სკოლების რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

სულხან მესხიძე დეკემბერი 3, 2023
skola_ajaratimes.ge

საქსტატის ინფორმაციით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

ამავე წლებში, საქსტატის კვლევით დადგინდა, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს.

“2023 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 47 291 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.1 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 56.6 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო საბაზო განათლება – 46.8 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია.

2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია,” – აღნიშნულია საქსტატის კვლევაში.

Post navigation

Previous: ციხისძირში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
Next: საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა გაიზარდა – საქსტატი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

აჭარა თაიმსი ივლისი 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

აჭარა თაიმსი ივლისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

აჭარა თაიმსი ივლისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

ივლისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026
ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

ივლისი 12, 2026
„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

ივლისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.