Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

საქართველო და აზერბაიჯანი: მეგობრობისა და თანამშრომლობის ძლიერი კავშირები

აჭარა თაიმსი დეკემბერი 23, 2024
WhatsApp Image 2024-12-23 at 16.07.43_d91d5ee1

საქართველო და აზერბაიჯანი ათწლეულების მანძილზე რჩებოდნენ მჭიდრო პარტნიორებად, რომლებიც დაკავშირებულია საერთო ინტერესებით, კულტურული და ისტორიული კავშირებით. ეს ორი სახელმწიფო აჩვენებს წარმატებული ურთიერთქმედების მაგალითს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, ქმნის პირობებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის.

2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო: პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის სისტემით აირჩიეს. ამ პოსტზე კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა ფართო მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის დელეგატებმა აჭარიდან, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არჩევნებში. მათი მონაწილეობა ხაზს უსვამს რეგიონის მნიშვნელობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახდა პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს არჩევა მიულოცა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია ასეთ მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება. მჯერა, რომ ჩვენ არ დავზოგავთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნების და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის“ – აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

ეს ფაქტორი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშნვნელობას. მეორე მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე დაუყონებლივ მიულოცა ილჰამ ალიევს 2024 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მის დამაჯერებელ გამარჯვებასთან დაკავშირებით. ეს გამოხატავს ურთიერთპატივისცემის მაღალ ხარისხს. ის, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერები პირველები ულოცავენ ერთმანეთს საკვანძო მოვლენებს, სიმბოლოა როგორც მათ შორის მეგობრობის, ასევე ხალხთა ძმობის. ეს ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება არა მხოლოდ საერთო ინტერესებს, არამედ გულწრფელ მეგობრობასაც.

საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, განათლების, ტურიზმის, მშენებლობის, ლოჯისტიკის და ა.შ. ერთობლივი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფანი და მაღალი ძაბვის ელექტრო საკაბელო პროექტი ევროპაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას.

ქვეყნებს შორის ვაჭრობა იზრდება, რაც აჩვენებს სტაბილურ ზრდას. აზერბაიჯანული გაზი უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკული მოთხოვნილების მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო ქართული პორტები აზერბაიჯანული საქონლის მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვანი გასასვლელია.

ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა კულტურული გაცვლის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ეფუძნება. ეთნიკურად შერეული მოსახლეობის მქონე რეგიონებში ქართველები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ მშვიდობიანად და ჰარმონიაში, ინარჩუნებენ ეროვნულ ტრადიციებს და პატივს სცემენ მათ თანდაყოლილ ღირებულებებს.

საქართველო და აზერბაიჯანი აგრძელებენ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მეზობელ სახელმწიფოებს ეფექტურად ითანამშრომლონ, გააძლიერონ რეგიონული სტაბილურობა და შექმნან პირობები მათი ხალხების კეთილდღეობისთვის.

Post navigation

Previous: ვინ (არ) უნდა მიიღოს კეტოტიფენი — პრეპარატის გვერდითი მოვლენები
Next: ბათუმში ექიმების საპროტესტო მარში გაიმართა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026
lombardi
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებელს ოქროზე ყველაზე მაღალ შეფასებას სთავაზობს

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026
0630d9cdc1b0f9df04ad0616d2fe3a6f
  • რეკლამა

აიღე „სელფის“ ახალი ნომერი და მიიღე 1 კვირიანი ულიმიტო სრულიად უფასოდ

აჭარა თაიმსი მაისი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 4
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.