Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი დაბალია, მათ შორის აჭარაში – კვლევა

სულხან მესხიძე ივლისი 26, 2024
dokumentebi_AJARATIMES.GE

საქართველოში, საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი დაბალია, მათ შორის აჭარაში – ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” კვლევაშია ნათქვამი. ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ ჟურნალისტებს მუშაობა რთულ პირობებში უწევთ.

ორგანიზაციის დირექტორი “აჭარა თაიმსთან” მთავარ მიგნენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კვლევა მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდა. ეკა ბასილაიას თქმით, საჯარო დაწესებულებები ინფორმაციას მეტწილად არ გასცემენ, მათ შორის არც მიზეზსს განმარტავენ.

“კვლევამ აჩვენა რამდენად დაბალია საჯარო უწყებების გამჭვირვალობის ხარისხი. კვლევის ძირითადი ნაწილი მედიის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა რეგიონში არის პრობლემა. მაგალითად, ამ წელში, აჭარაში, 140 წერილი არის შესული, საიდანაც პასუხი გაცემულია 82 წერილზე, მათ შორის სრულყოფილი არის 47-ზე. ეს არის სისტემური პრობლემა,” – აცხადებს ეკა ბასილაია.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” დირექტორი იმასაც ამბობს, რომ სახარბიელო მდგომარეობა არცერთ მუნიციპალიტეტშია. შექმნილ ვითარებას ეკა ბასიალია პოლიტიკური ნების არქონას უკავშირებს.

“არსად არ გვაქვს კარგი მდგომარეობა. უპირველეს ყოვლისა ეს არის პოლიტიკის ნაწილი, თუ როგორი პოლიტიკა აქვს საჯარო უწყებებს. კვალიფიკაციის ნაკლებობა რომ იყოს და დათქმულ დროში ვერ გასცემენ ინფორმაციას მაშინ ამის შესახებ განმარტება გაკეთდებოდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ უბრალოდ გულგრილი დამოკიდებულება აქვთ მედიების მიმართ, ანგარიშვალდებულების განცდა დაბალია,” – ამბობს ბასილაია.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო, რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ გართულდება. კერძოდ, საჯაროდ გაცხადებული პოზიციების თანახმად, მესამე სექტორი და მედია აგენტად რეგისტრაციას არ აპირებს, შესაბამისად ხელსიუფლების მიზანიც ესაა – ნაკლებად მიუწვდებოდეს ვინმეს საჯარო ინფორმაციაზე ხელი.

“რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიშვება. აგენტად რეგისტრაციას არავინ აპირებს, რაც მათ გაუქმებას გამოიწვევს. რეალურად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გამომთხოვი არავინ დარჩება. იმედი ვიქონიოთ რომ სცენარი ამგვარად არ განვითარდება,” – აცხადებს “მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” დირექტორი.

Post navigation

Previous: რა აქტივობებით გავაოცოთ უნივერსიტეტები?
Next: ახლახან გადმოვედი ახალ ქალაქში და მეგობრების შეძენა მინდა – რჩევები ხელოვნური ინტელექტისგან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი მაისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026
დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

მაისი 9, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.