სტამბულიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო თვითმფრინავი ამ დროისთვის ვერ ახერხებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენას.
თვითმფრინავი ბათუმის თავზე უკვე რამდენიმე წრეზე მოძრაობს და ეძებს დასაფრენად უსაფრთხო პირობებს.
მიზეზი შეიძლება იყოს არასახარბიელო ამინდი – ბათუმში წვიმაა და ნისლია, რაც, სავარაუდოდ, ხილვადობას ამცირებს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ თვითმფრინავი კვლავ საჰაერო სივრცეშია და ჯერჯერობით არ დაფრენილა. საუბარია Turkish Airlines-ის რეისზე, რომელიც სტამბულიდან ბათუმში მოფრინავდა.
განახლება: ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება ასევე, თელავივი-ბათუმის თვითმფრინავიც.



