Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • უცხოეთი

სულხან მესხიძეზე თავდასხმის ფაქტი მედიის თავისუფლების მსოფლიო რუკაზე აისახა

აჭარა თაიმსი მაისი 27, 2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელსა და დირექტორ სულხან მესხიძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ფაქტი მედიის თავისუფლების რუკაზე აისახა.

მედიის თავისუფლების რუკა ასახავს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებს მთელს ევროპაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების დოკუმენტირებას საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნულ რუკას მართავს პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი. მექანიზმი მოქმედებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და კანდიდატ ქვეყნებში, რაც მიზნად ისახავს მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების მონიტორინგსა და მათზე რეაგირებას.

ინციდენტი, რომელიც რუკაზე დაფიქსირდა, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მოხდა. სულხან მესხიძე შეეცადა სხდომის გაშუქებას, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. საჯარო მოხელეების მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება დაიწყო, რასაც მალევე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ჟურნალისტი სხდომათა დარბაზიდან მერიის თანამშრომლებმა იძულებით გამოათრიეს – ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხვის პრინციპით.

მედიის თავისუფლების რუკაზე ინციდენტის ასახვა ხაზგასმით მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რასაც ადგილობრივ ჟურნალისტებზე ზეწოლა და ძალადობა წარმოადგენს. ინტერაქტიური პლატფორმა Alert Explorer საჯაროდ ხელმისაწვდომია და მასზე განთავსებული ფაქტების მონიტორინგი, მოძიება და ანალიზი ნებისმიერს შეუძლია.

ცნობისთვის: შსს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თავდასხმის ფაქტზე ამ დრომდე გამოძიება არ დაუწყია.


სულხან მესხიძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, რომელიც პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით და სწრაფად გამოიძიოს მომხდარი. ქარტიის განცხადებით, ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას სულ უფრო ხშირად არ აძლევენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ზღუდავენ.


ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომიდან „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტის გაძევების ფაქტს გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“

„კოალიცია მკაცრად გმობს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე „აჭარა თაიმსის” გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურ ძალადობას და მისი სხდომიდან გაძევების ფაქტს. ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე“.

Post navigation

Previous: კარჩაკეტილი მმართველობა აჭარაში – ცოტნე ანანიძე თვითიზოლაციის პოლიტიკაზე კითხვებს არ პასუხობს
Next: ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ ჩაანაცვლა – საკადრო ცვლილებები შსს-ში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველო OGP-იდან გარიცხეს – ორგანიზაცია მიუთითებს დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობაზე

აჭარა თაიმსი აპრილი 22, 2026
evrosasamartlo_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგმა „აგენტების“ კანონზე საქმის განხილვა დაიწყო – საქართველომ პასუხი ივლისამდე უნდა წარადგინოს

აჭარა თაიმსი აპრილი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ერაყში ტანკერზე სავარაუდო დრონით თავდასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

აჭარა თაიმსი მარტი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აპრილი 30, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აპრილი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 29, 2026
სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

სარფსა და ბათუმის პორტში საბრძოლო ვაზნებისა და ხელყუმბარების შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

აპრილი 30, 2026
საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აპრილი 30, 2026
„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„ფკ ბათუმი“ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

აპრილი 30, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 29, 2026
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

აპრილი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.