Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 23, 2025
grigol liluashvili_AJARATIMES.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. „ქართული ოცნების“ პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, გამოძიება რამდენიმე მძიმე ეპიზოდს მოიცავს. მისი თქმით, 2022 წლის ოქტომბერში გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან, ეკონომიკის მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ქრთამის სახით ერთი მილიონი აშშ დოლარი მიიღო. პროკურატურის ვერსიით, აღნიშნული თანხა ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაში ლობირების სანაცვლოდ აიღო.

მეორე ეპიზოდი 2022 წლის თებერვალს უკავშირდება. გამოძიების ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის შუამავლობით, კომპანია „ექსპრესი სერვისი 2008“-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან, გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა მილიონნახევარი ლარი მიიღო.

მესამე ეპიზოდი 2021–2023 წლებს მოიცავს და ე.წ. თაღლითურ ქოლ-ცენტრებს უკავშირდება. პროკურატურის ცნობით, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ბრძოლისა, ქვეყანაში ფუნქციონირებდა რამდენიმე ათეული მსგავსი ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველი გრიგოლ ლილუაშვილი იყო. გამოძიების ვერსიით, ლილუაშვილი აღნიშნულ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა და ქრთამის სახით, შუამავლობით, დაახლოებით 1 მილიონ 365 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

მეოთხე ეპიზოდის მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა მის მეგობარს – თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძე საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისას მეწარმე სუბიექტებისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“, იღებდა. ამ სქემაში ჩართული იყვნენ სააგენტოს ფინანსური აღრიცხვის, გაანგარიშებისა და მონიტორინგის თანამშრომლებიც, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია.

პროკურატურის ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.

უწყების განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოსთხოვს. გიორგი გვარაკიძის თქმით, გამოძიება გრძელდება ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენისა და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: სარფის საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ სქესის მიხედვით განსხვავებული საპენსიო ასაკის საკითხზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესის ნაწილი არაკონსტიტუციურად ცნო

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ს/კ „ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალში გავიდა

მაისი 2, 2026
ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა –  მოქალაქეები სოციალური პრობლემების გადაწყვეტასა და ხელისუფლებასთან დიალოგს ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ taqsis mzgolebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ – დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ტარიფების გადახედვას ითხოვენ

მაისი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 1, 2026
ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ხორცის არალეგალური საწარმო გამოავლინეს – „შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერდა

მაისი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.