Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • უცხოეთი

სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 6, 2025
_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისი მტკიცებით, „კამიტის“ – წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ქიმიური ნივთიერების – გამოყენების შესახებ BBC-ის ფილმში გავრცელებული ვერსია არ დასტურდება და მიზანმიმართული დეზინფორმაციას წარმოადგენს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით დასრულებულია, თუმცა გრძელდება გამოძიება სხვა შესაძლო დანაშაულზე, რომელიც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას შეეხება.

სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის თქმით, უწყებამ გამოავლინა „უტყუარი მტკიცებულებები“, რომლებიც BBC-ის ფილმში მოყვანილ ბრალდებებს უსაფუძვლოს ხდის. მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, ხოლო მტრული კამპანიის ორგანიზებაში, როგორც ის ამბობს, „სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები“.

„BBC-ის ფილმში მოყვანილი ე.წ. ქიმიური იარაღის – „კამიტის“ – გამოყენების შესახებ ინფორმაცია სრულიად გამოგონილი და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. ეს წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ კამპანიას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა მაღრაძემ.

სუს-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე გამოძიება დასრულდა, სამსახური მუშაობას აგრძელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაძლო დანაშაულზე, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს პროტესტებზე შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს

Post navigation

Previous: სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ერაყში ტანკერზე სავარაუდო დრონით თავდასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

აჭარა თაიმსი მარტი 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში საქართველოზე – თითქმის 200-გვერდიანი დოკუმენტი დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

აჭარა თაიმსი მარტი 12, 2026
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საიამ სტრასბურგში მზია ამაღლობელის საქმეზე მესამე საჩივარი გააგზავნა

აჭარა თაიმსი მარტი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

მარტი 26, 2026
ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

მარტი 26, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს migrantebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

მარტი 26, 2026
უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

მარტი 26, 2026
ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს levan zoidze qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს

მარტი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მარტი 25, 2026
ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა police_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში დედამ შვილს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა

მარტი 26, 2026
ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის აკვატორიაში ზღვის დაბინძურების გამო გემი 100 000 ლარით დაჯარიმდა

მარტი 26, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს migrantebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

მარტი 26, 2026
უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

უკრაინის 4 მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

მარტი 26, 2026
ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს levan zoidze qobuleti_AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთის ყოფილი მერი ლევან ზოიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში დაბარებას უარყოფს

მარტი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.