მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, ოპერაცია ჩატარდა წინასწარ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე და მოიცავდა კონკრეტულ ლოკაციებზე მონიტორინგსა და გადამოწმებას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია 9 უცხოელი — ნიგერიის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებული პირები არღვევდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ ფლობდნენ ქვეყანაში ყოფნის კანონიერ საფუძველს.
ამ დროისთვის ყველა დაკავებული მოთავსებულია მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, სადაც მიმდინარეობს მათი ქვეყნიდან გაძევების კანონით გათვალისწინებული პროცედურები.



