Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

“ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, და დააჩქარებს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესს საქართველოში“ – თბილისში ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2025
irina kometiani_AJARATIMES.GE

6-7 ნოემბერს „ExpoGeorgia“-სა და GREDA-ს ორგანიზებით თბილისში ენერგეტიკის ორდღიანი საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი – GEEF 2025 გაიხსნება, რომელიც ენერგეტიკული სექტორის ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელს ერთი პლატფორმის ქვეშ გააერთიანებს.

საერთაშორისო ფორუმი ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სპიკერებს სახელმწიფო სექტორიდან და კერძო კომპანიებიდან. როგორც GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი აცხადებს, ფორუმის მიზანი ენერგეტიკული პოლიტიკის, რეგულაციების, ინვესტიციების და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ დისკუსიის გაღრმავებაა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესს.

„საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი – GEEF წარმოადგენს პირველ მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც ფორუმს, ისე გამოფენას, რითაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას როგორც ენერგეტიკის სექტორის პროფესიონალებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის. ღონისძიება პირველად 2024 წელს ჩატარდა GREDA-სა და ExpoGeorgia-ს ორგანიზებით და ამ ფორმატით უკვე ჩამოყალიბდა როგორც ყოველწლიური, რეგიონული მასშტაბის პლატფორმა.

GEEF 2025-ის მიზანია ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა რგოლის – სახელმწიფოს, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება ერთ სივრცეში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა იმსჯელონ სექტორის განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე.

ასეთი ფორმატის შეხვედრები ქმნის ნიადაგს ცოდნისა და ინოვაციური ხედვების გაზიარებისთვის. ჩვენ ველით, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, და რეალურად დააჩქარებს განახლებადი ენერგიის განვითარების პროცესს საქართველოში“.- აღნიშნა ირინა ქომეთიანმა.

ირინა ქომეთიანის თქმით, ფორუმი იძლევა შესაძლებლობას უცხოელი ინვესტორები დეტალურად გაეცნონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პოტენციალს, შეხვდნენ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამომავლო ინვესტიციების განხორციელებას სექტორში.

„ფორუმზე დასწრებას გეგმავენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ფორუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ მათ მიიღონ პირდაპირი ინფორმაცია სექტორის რეგულაციებზე, მიმდინარე პროექტებსა და ინვესტიციის ახალ შესაძლებლობებზე, ასევე, ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა,  პირადად შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და კომპანიების ხელმძღვანელებს, ეს გარემოება მნიშვნელოვნად ამარტივებს ურთიერთობების დამყარებას და პოტენციური პროექტების განხილვის პროცესს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“.- აცხადებს GREDA-ს სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა ქომეთიანი

როგორც ცნობილია, ფორუმზე დასწრება საზოგადოებისთვისაც შესაძლებელი იქნება. ირინა ქომეთიანის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მწვანე ენერგეტიკის განვითარება მათ კეთილდღეობაზე.

„მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკული ტრანზიცია მხოლოდ სექტორის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებებით არ ხორციელდება, ის მოითხოვს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ფორუმისა და გამოფენის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მწვანე ენერგიის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოისმინონ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებისგან განახლებადი ენერგიის უახლესი ინოვაციების შესახებ და უკეთ გაიგონ, თუ რა უპირატესობები გააჩნია მწვანე ენერგიას.

ჩვენი მთავარი მიზანია, დამსწრე საზოგადოებას  დავანახოთ, როგორ უკავშირდება მწვანე ენერგეტიკა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას –  ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას“.- ამბობს ირინა ქომეთიანი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ფორუმზე განსახილველი იქნება ხუთი მთავარი თემა: „სტრატეგიიდან ქმედებამდე“ – მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში; „მწვანე ტრანზიციის დაფინანსება“ – ინსტრუმენტები, რისკები და შემოსავლიანობა; „მზის ენერგია საქართველოში“ – ინოვაციები, შენახვის სისტემები და ქსელში ინტეგრაცია; „ჰიდრო და ქარის ენერგია ენერგეტიკული მდგრადობისთვის“; „მწვანე წყალბადი და ბიოსაწვავი“ – საქართველოს შესაძლებლობები ახალი საწვავის ეპოქაში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ფორუმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილონ საიტზე და ასევე, დასწრების სურვილის შემთხვევაში გაიარონ რეგისტრაცია

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

Post navigation

Previous: საქართველოდან უკანონო მიგრაციის საფუძველზე უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს
Next: კალათბურთის კლუბმა „ბათუმმა“ სუპერლიგის მეოთხე ტურის მატჩი დათმო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026
757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

აჭარა თაიმსი ივლისი 28, 2026
IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 3, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.