Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ქართული ოცნების” ფინანსური მხარდაჭერა სამშენებლო ნებართვების სანაცვლოდ – კვლევა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 26, 2024
_AJARATIMES.GE

ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ” შემოწირულების სახით, 2020-2024 წლებში, 965,000 ათასი ლარი მიიღო, მათ შორის 230,000 ლარი – მხოლოდ 2024 წელს. ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს, ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ახალ კვლევაშია ნათქვამი. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველი ძმები: ზურაბ და ზებურ დუმბაძეები სხვადასხვა სექტორში ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. ისინი, პარტნიორებთან ერთად, 22 ბიზნეს სუბიექტის საქმიანობაში მონაწილეობენ, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ. მათ შორის 5 სამშენებლო კომპანიაა. ამ სამშენებლო კომპანიებს 6 სამშენებლო ნებართვა აქვთ აღებული, რის საფუძველზეც დუმბაძეები ბათუმში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებენ, რომელთა ჯამური ფართი 75,456 კვადრატული მეტრია. ზებურ და ზურაბ დუმბაძეებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას” შეწირეს 965,000 ათასი ლარი, მათ შორის 230,000 ლარი – 2024 წელს.

ზურაბ დუმბაძესა და მის კიდევ ერთ პარტნიორს, მუხრან ბაგრატიონს ეკუთვნის კომპანია „აჭარა აგროჯგუფი“, რომელმაც ელექტრონული აუქციონის გზით 2022 წლის 3 მაისს, ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 223,287 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები 25-წლიანი იჯარით მიიღო. მეიჯარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრია”, რომელსაც, ხელშეკრულების თანახმად, კომპამიამ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის თითოეულ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 40 თეთრი უნდა გადაუხადოს (ჯამში იჯარის წლიური ღირებულება 90,443 ლარია).

აჭარის მთავრობამ მიწის იგივე ნაკვეთი რამდენიმე თვით ადრე აუქციონზე გაყიდა 415,143 ლარად, თუმცა აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება არ გააფორმა. ამის შემდეგ აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გასაცემად მეორე აუქციონი გამოაცხადეს და გამარჯვებულ კომპანიას თითქმის მეხუთედ ფასად გადასცეს იგი.

“აჭარა აგროჯგუფს”, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 1 წლის ვადაში ტერიტორიაზე 500,000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, გაეშენებინა მრავალწლიანი ნარგავები. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, „აჭარა აგროჯგუფმა” ლურჯი მოცვის პლანტაციების გასაშენებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოდან 156,000 ლარის დაფინანსება, იაფი აგრო კრედიტის პროგრამიდან, ასევე, ფინანსური მხარდაჭერა, ქობულეთის მერიიდან კი – წყლის რესურსების გამოყენების ნებართვა მიიღო.

დუმბაძეების მსგავსად, „აჭარა აგროჯგუფში” მისი პარტნიორი, მუხრან ბაგრატიონი შვილებთან, თეონა და ლაშა ბაგრატიონებთან ერთად, „ქართული ოცნების” აქტიური შემწირველები არიან: სამივემ ჯამში მმართველ პარტიას 2020-2024 წლებში 870,000 ლარი შეწირა, მათ შორის, 180,000 ლარი – 2024 წელს.

Post navigation

Previous: აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში თორნიკე რიჟვაძე და თინა ზოიძე იქნებიან – აჭარა თაიმსის წყარო
Next: ბათუმში, მაგიდის ჩოგბურთში, მსოფლიოს ახალგაზრდული სერია მიმდინარეობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

აჭარა თაიმსი ივლისი 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

აჭარა თაიმსი ივლისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

აჭარა თაიმსი ივლისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

ივლისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026
ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

ივლისი 12, 2026
„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

ივლისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.