
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. შეთხვევის დროს 35 წლის ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა, შესაბამისად მისი დახმარება ვერავინ შეძლო.
ადგილობრივები “აჭარა თაიმსს” უყვებიან, რომ 24 წლის, მოძალადე კაცი სოფელში დასასვენებლად, ნათესავთან იმყოფებოდა. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, სადაც განმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
თუ „აჭარა თაიმსის“ მასალებს იყენებთ, აუცილებელია წყაროსა და პოსტის ბმულის მითითება. მასალის გადაბეჭდვის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ვალდებულება, ასევე, პატივი ეცით სხვის შრომას.