Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ქობულეთის მერიამ მოქალაქეს სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე დაუნგრია და მიატოვა

აჭარა თაიმსი იანვარი 29, 2024
saxli_ajaratimes.ge

მესამე წელია ამირან მესხიძეს სახლის მეორე სართულზე ასვლა ხის კიბით უწევს. მოქალაქეს ქვის კაპიტალური კიბე მუნიციპალიტეტის მერიამ ახლის გაკეთების მოტივით დაუნგრია, თუმცა დემონტაჟის შემდეგ სოფელში არავინ გამოჩენილა.

საქმე ისაა, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახლის მიმდებარედ ფერდსამაგრი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, პროცესის წარმოებას კი, როგორც ამირან მესხიძეს მერიის წარმომადგენლებმა განუცხადეს კიბე აფერხებდა. მერიის იმდროეინდელი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა კაიკაციშვილი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ქვის კიბის დემონტაჟის შემდეგ ახალს გაუკეთებდნენ, თუმცა სიტყვიერი პირობა ცრუ აღმოჩნდა.

სახელმწიფოსგან დაზარალებულ მოქალაქეს ახლა ყველა ემალება და მას არავინ ხვდება. მუნიციპალიტეტის მერია ამირან მესხიძის წერილობით მიმართვებსაც უპასუხოდ ტოვებს.

ქობულეთის მერიაში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეს ახალი კიბის მოწყობა დღემდე არ მოუთხოვია. უწყებაში იმასაც ამტკიცებენ, რომ კიბის დემონტაჟი მესხიძის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. მერიამ მათი პოზიციის სარწმუნო დოკუმენტები ვერ მოგვაწოდა, შესაბამისად ირკვევა, რომ უწყებამ მოქალაქეს კიბე წერილობითი თანხმობის გარეშე დაუნგრია.

“ფერდსამაგრი კედლის მოწყობის დროს, მოხდა არსებული კიბის დემონტაჟი. კიბე იყო დაზიანებული და მისი დემონტაჟი მოქალაქემ თავად მოითხოვა. რაც შეეხება ახალი კიბის მშენებლობას, მერიის წარმომადგენლების მიერ მოხდა განმარტება, რომ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ვერ განხორციელდებოდა ახალი კიბის მოწყობა. საჭირო იყო დამატებით მოთხოვნის გაკეთება ინჟინერ-კონსტრუქტრის მოწვევასთან დაკავშირებით. მოქალაქე ამირან მესხიძეს უნდა დაეწერა შესაბამისი განცხადება, რის შემდეგადაც მერიის მიერ მოხდებოდა შესაბამისი ღონისძიების გატარება. ამირან მესხიძეს მერიისთვის ამ დრომდე კიბის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით მომართული არ აქვს,” – მოგვწერეს ქობულეთის მერიიდან.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=pMi-oCwkKz0[/embedyt]

 

Post navigation

Previous: ხანძარი ბათუმში
Next: Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე 40 ამპულა მედიკამენტის მალულად გადატანის ფაქტი გამოავლინეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 4, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 31, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.