Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

ქობულეთში „სმარტის“ ახალი მარკეტი გაიხსნა

აჭარა თაიმსი ივნისი 29, 2026
DSC05857

„სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ქობულეთში, შ. რუსთაველის ქუჩის #26-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალი მარკეტი (Convenience Store) გახსნა. უახლოეს პერიოდში „სმარტი“ მარნეულშიც გაიხსნება და „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა საჭირო პირობას შექმნის.

შავიზღვისპირეთში „სმარტის“ უკვე 8 მარკეტია განთავსებული ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, ურეკსა და გონიოში. 2026 წლის ბოლომდე „სმარტი“ საქართველოს მასშტაბით გაშლილი 60-ზე მეტი მარკეტით მთელს ქვეყანაში გადაადგილებას კიდევ უფრო გემრიელს და კომფორტულს გახდის.

„ქსელის გაფართოებით ვცდილობთ, რომ „სმარტის“ ექსკლუზიური ასორტიმენტი და გზად საჭირო პროდუქტები ქვეყნის რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს ხელმისაწვდომი. ქობულეთში ახალი მარკეტის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყების დროს, როდესაც შავიზღვისპირეთში უამრავი დამსვენებელი იყრის თავს. მოხარული ვართ, რომ მათ კიდევ ერთ თანამედროვე სივრცეს შევთავაზებთ, სადაც შეძლებენ როგორც გზად საჭირო პროდუქტების შეძენას, ასევე იტალიური ყავისა და ჩვენი ექსკლუზიური იმპორტის პროდუქციის დაგემოვნებას. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ ხშირად ერთ სივრცეში აერთიანებს „სმარტს“, „საბვეის“, „ვენდისსა“ და „დანკინს“, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულ და მრავალფეროვან გამოცდილებას ქმნის“, – აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ახალი მარკეტის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებაც მოქმედებს. 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ყოველდღიურად 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ცნობილი შეფის, ავთო ცეცხლაძის მიერ შექმნილ უგემრიელეს „სმარტულ“ ჰოთ-დოგზე.

„სმარტი“ ჩართულია „ვისოლის“ ერთიან ლოიალობის პროგრამაში. „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას და მიიღონ დამატებითი ბენეფიტები. დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია როგორც „სმარტის“ მარკეტებში, ისე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, რაც მომხმარებლისთვის ერთიან და მოსახერხებელ ციფრულ ეკოსისტემას ქმნის.

ბოლო წლების განმავლობაში „ვისოლი“ „სმარტის“ ქსელს საშუალო ფორმატის მარკეტებით ავითარებს როგორც ავტოგასამართ სადგურებზე, ისე ცენტრალურ მაგისტრალებზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ მარკეტების უმეტესობაში სტუმრებს კომფორტული კაფე ხვდებათ, სადაც ადგილზე მომზადებული ნაცხობი პროდუქტები და იტალიური ყავა „ტრუჩილო“ განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
Next: შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

Picture1
  • რეკლამა

18 ოქტომბერი – დამოუკიდებლობის აღდგენა: მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
att.mj_ZgCV8oobR88uF7PcxPSwkLzIV6NkkB2e-HRxJQro
  • რეკლამა

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 30, 2026
3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.