Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ყაზახეთის 3 მოქალაქე საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს – „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს

აჭარა თაიმსი დეკემბერი 5, 2025
_AJARATIMES.GE

„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ ტერმინალი ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილზე იმყოფება და  საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს.

„ტერმინალისა და მისი მუშაკების სამართლებრივი ინტერესები და უფლებები სრულიად დაცულია. გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით თავს ვიკავებთ დამატებითი კომენტარებისგან,“ – ნათქვამია კომპანიას მიერ 5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის საქმეზე 3 დეკემბერს ყაზახეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელ პირებს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობის – საერთო ღირებულებით 15 მილიონ ლარზე მეტი – საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მალულად განკარგვა ედება ბრალად.

სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მაღალი ხარისხის ნავთობის განკარგვის შესანიღბად რეზერვუარებში დაბინძურებული და გამოუსადეგარი ნარჩენები განათავსეს.

„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეების იდენტიფიცირების, ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მოცულობის დადგენისა და კონტრაბანდული ნავთობის შემდგომი განკარგვის დადგენის მიზნით,“ – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: სტარტი აიღო აჭარის ასაკობრივმა ჩემპიონატმა კრივში
Next: შუახევის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების დახმარების ბრალდებით დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე

აჭარა თაიმსი ივნისი 11, 2026
gia chkonia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

აჭარა თაიმსი ივნისი 11, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

აჭარა თაიმსი ივნისი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე

ივნისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 11, 2026
70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს gia chkonia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

ივნისი 11, 2026
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

ივნისი 10, 2026
ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება

ივნისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 10, 2026
„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

„ტაძრიდან არაერთხელ გამომაგდეს და მემუქრებიან“ – მოქალაქე

ივნისი 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 11, 2026
70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს gia chkonia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

70 მილიონის მორგებული ტენდერები – როგორ ერგება სახელმწიფო შესყიდვები მსხვილ შემომწირველებს

ივნისი 11, 2026
აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

აჭარის საარქივო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე წარადგინეს

ივნისი 10, 2026
ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე ევკალიპტის მრავალწლოვანი ხეები თანდათან ქრება

ივნისი 10, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.