ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით, „ბათუმელებს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით აქვს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება ხდება ავტომატურად, რისკების შეფასების ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული ინდიკატორების საფუძველზე.
„საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორიც არის ანგარიშებზე ყადაღის დადება, ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში. პროცესი ეფუძნება ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებულ რისკების შეფასების ინდიკატორებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახური ასევე აცხადებს მზადყოფნას, რომ თუ „ბათუმელები“ მიმართავს საგადასახადო შეთანხმების მიზნით, უწყება მზად იქნება მოხსნას ყადაღა და გააფორმოს გადახდის გრაფიკი.
„შემოსავლების სამსახური მზად არის, საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და მიანიჭოს მათ შესაძლებლობა, ეტაპობრივად დაფარონ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასო დაადეს — რედაქცია ზეწოლაზე საუბრობს



