Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

„ჩვენ ვართ გზაგასაყარზე, ევროპა ან რუსეთი“ – „ჯენზის“ პირველი არჩევნები

სულხან მესხიძე აგვისტო 19, 2024
genzi_AJARATIMES.GE

ცესკოს მონაცემების მიხედვით, საქართველოში, დაახლოებით 50,000 ახალგაზრდაა, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბერის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას წელს პირველად მიიღებენ. სპეციალისტების შეფასებით, ახალი ამომრჩევლების უმეტესობა არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ბოლო წლების საპროტესტო აქციებმა აჩვენა ის გარემოება, რომ ახალგაზრდებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე მგრძნობელობა აქვთ.

თედო, ლუკა და თორნიკე – „აჭარა თაიმსი“ „ჯენზი“ რესპონდენტებს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ესაუბრა. სამივე მათგანი თანხმდება, რომ ახალგაზრდების საარჩევნო უბანზე მისვლითა და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებით ცვლილებები გარდაუვალია. ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი არ ჩამქრალა და ეს 26 ოქტომბერს კარგად გამოჩნდება.

» თედო ზოიძე:

ჩემთვის როგორც ჯენზის წარმომადგენლისთვის, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები. მივდივარ ამ არჩევნებზე და მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნის ისტორიაში არჩევნები, რა დროსაც ბევრი რამ გადაწყდება. ეს არის ჩვენთვის შანსი დავასრულოთ რუსული რეჟიმი, რომელიც ისე როგორც არასდროს, მიგვათრევს იმ იმპერიისკენ, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მოგვაყენა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ რუსული რეჟიმი და ივანიშვილი. ჩვენი, ახალგაზრდების როლი ამ არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. თითოეული ახალგაზრდა დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ფრონტის წინა ხაზზე და დავიცავთ ხმებს. დღეს ისე როგორც არასდროს, „ქართულ ოცნებას“ უჭირს, ეს თავადაც ძალიან კარგად იციან. გაუჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, ეს ყველა კვლევამაც აჩვენა, რომ ოპოზიცია ლიდერობს.

» ლუკა ნაცვლიშვილი:

ბოლო პერიოდებში, ყველა ოპოზიციური პარტიის პრობლემა ის იყო, რომ ახალგაზრდები არ მიდიოდნენ არჩევნებზე და არ იყვნენ პროცესებით დაინტერესებულები. ბოლო ორი წლის პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ახალგაზრდები აპროტესტებენ იმ მოცემულობას რაშიც ვართ. ძალიან გაზრდილია ოპოზიციური განწყობა და ზოგადად ინტერესი პოლიტიკაზე. ჩემს ირგვლივ ახალგაზრდებში ვხედავ განწყობებსა და ინიციატივებს, მათ შორის ბევრს სურს არჩევნებზე მოხალისედ მივიდეს და დააკვირდეს პროცესებს. ის მუხტი, რაც აქციებზე იყო არ შემწყდარა და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. „ჯენზი“ იაზრებს იმას, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია არჩევნებზე მისვლა. ჩვენ მომავალზე ძვირფასი დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ცხადია. მთავარი ბრძოლა არჩევნების შემდეგ გვაქვს, რათა დაიწყოს საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი.

» თორნიკე პაიჭაძე:

როგორც „ჯენზის“ წარმომადგენელი ვიტყვი, რომ ძალიან ამაღელვებელია პირველ არჩევნებში მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ ჩემი თანატოლებიც ასე ფიქრობენ. ჩვენ ვდგავართ გზაგასაყარზე – ევროპა ან რუსეთი. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდების აქტიურობითა და ჩართულობით ჩვენ ევროპულ ოჯახში დავბრუნდებით. აქციებიდან გამომდინარე, პროცესებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები ჩაერთვებიან არჩევნებში, ჩვენი ხმა გადამწვეტი იქნება. ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა, რომ სამოქალაქო ვალი მოიხადოს და საკუთარი აზრი გამოხატოს.

2024 წლის მონაცემებით, აჭარაში 18 წელს გადაცილებული, ვინც წელს პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. ბათუმი – დაახლოებით 3,800 ახალ ამომრჩეველი;
  2. ქობულეთი – დაახლოებით 1,200 ახალი ამომრჩეველი;
  3. ხელვაჩაური – დაახლოებით 900 ახალი ამომრჩეველი;
  4. ქედა – დაახლოებით 600 ახალი ამომრჩეველი;
  5. შუახევი – დაახლოებით 500 ახალი ამომრჩეველი;
  6. ხულო – დაახლოებით 700 ახალი ამომრჩეველი;

შენიშვნა:  ციფრები შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირეს, რადგან წინასწარი მონაცემებია. როგორც ცესკოში განმარტავენ, ინფორმაციის განახლება და დამუშავება არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოხდება.

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით
Next: ტურისტის გაუპატიურების საქმეზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა 757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

ივლისი 28, 2026
ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ივლისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 28, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა 757954866_1514484037392498_1169193510282557495_n 1
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

ივლისი 28, 2026
ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ორი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ავარიის მონაწილე მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ივლისი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 28, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 5
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.