აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ.პ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს მინის ბოთლის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ზ.გ. სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



