Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე გოგი ბარამიძეს 13 წელი, თამაზ შარაძეს კი 5 წელი მიუსაჯეს

სულხან მესხიძე მარტი 12, 2026
mkvleloba ergeshi_AJARATIMES.GE

ხელვაჩაურში მოკლული ბესიკ ბოლქვაძის საქმეზე, მკვლელობის შეუტყობინებლობის ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ბრალდებულ თამაზ შარაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის მტკიცებით, შარაძეს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მან ამის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.

» ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სასამართლო პროცესზე თამაზ შარაძემ განაცხადა, რომ დაკავებისას და შემდგომ პერიოდში, ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში, ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა, ბრალის აღიარების მოთხოვნის მოტივით.

  • ვიდეო მასალა არქივიდან ⇓

სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულ თამაზ შარაძის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, ის უდანაშაულოა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უსამართლოა. ოჯახის წევრები ასევე, ფაქტების გარეშე, ირწმუნებიან, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა სრულიად სხვა გარემოებებს უკავშირდებოდეს და მათი თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება სათანადოდ არ მიმდინარეობს.

მათივე მტკიცებით, გარდაცვლილი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო თურქეთში მოპარულ ოქროსა და ნარკოტიკულ საშუალებებთან, თუმცა აღნიშნულ ბრალდებებს დაზარალებული მხარე კატეგორიულად უარყოფს.

ცნობისთვის, ამავე საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულ გოგი ბარამიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
  • ვიდეო მასალა არქივიდან ⇓

საქმე ეხება 2025 წლის 3 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში მომხდარ მკვლელობას. არსებული ინფორმაციით, ბესიკ ბოლქვაძეს ხუთჯერ ესროლეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი ცხედარი საკუთარი ავტომობილით აჭარისწყალში გადააგდეს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სულხან მესხიძე სექტემბერი 13, 2026
sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – შსს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026
დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში police_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

სექტემბერი 13, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გორის დილას“ მატჩი ფრედ დასრულდა

სექტემბერი 14, 2026
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა qartuli ocneba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 13 513-ით შემცირდა

სექტემბერი 13, 2026
63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა qorwili,qorwineba,bechedi,statistika_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

აჭარაში ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა დარეგისტრირდა

სექტემბერი 13, 2026
აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა xalxi_.ajaratimes.ge 5
  • საქართველო

აჭარაში წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება დაფიქსირდა

სექტემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.