Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
sarfis axaligza_AJARATIMES.GE

ბათუმი-სარფის 11.3 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს.

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა. პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd (CRTG) განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება:

  • 11.3 კმ სიგრძის ორზოლიანი მაგისტრალური გზა;
  • 7.6 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი;
  • 3 ხიდი, მათ შორის 1.47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი;
  • ზღვის ნაპირის დამცავი 500-მეტრიანი ნაგებობა;

ბათუმი-სარფის 7.6 კმ-იანი გვირაბი საქართველოში სიგრძით მეორე ყველაზე გრძელი საავტომობილო გვირაბი იქნება ქვეშეთი–კობის მთავარი გვირაბის შემდეგ.

ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს საქართველოსა და თურქეთის საზღვართან დააკავშირებს. მისი დასრულების შემდეგ საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ მაგისტრალზე გადაერთვება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ ბათუმი-სარფის გზას და საკურორტო ზონას, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს.

პროექტის ღირებულება 809 მილიონ ლარზე მეტია, მშენებლობის ვადა კი 48 თვეა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

ბათუმი-სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთი იქნება და შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილად განიხილება.

თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლით მგზავრობა ოთხ საათამდე შემცირდა

შეწყვეტილია ხელშეკრულება გრიგოლეთი–ქობულეთის გზის მშენებელ კონტრაქტორთან – სამინისტრო

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალის ახალი, 6 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

Post navigation

Previous: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – შსს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 9, 2026
sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.8 კგ ოქროს საიუველირო ნაკეთობა აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი

აჭარა თაიმსი სექტემბერი 2, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სექტემბერი 10, 2026
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა investicia,saqstati,statistika,fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

სექტემბერი 10, 2026
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

სექტემბერი 9, 2026
ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს

სექტემბერი 9, 2026
ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – შსს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – შსს

სექტემბერი 9, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 9, 2026
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა sarfis axaligza_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სექტემბერი 10, 2026
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა investicia,saqstati,statistika,fuli_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 23.2%-ით შემცირდა

სექტემბერი 10, 2026
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, კორპუსებს შორის მოწყობილი აივნები დაიბზარა

სექტემბერი 9, 2026
ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ისტორიულ შენობაზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ორი ოპოზიციონერი ითხოვს

სექტემბერი 9, 2026
ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – შსს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს – შსს

სექტემბერი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.