Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად “ქართული ოცნებისა” და რუსული კანონის მომხრე აირჩიეს

სულხან მესხიძე იანვარი 30, 2025
mamuka alafishvili_AJARATIMES.GE

დღეს, 30 იანვარს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მამუკა ალაფიშვილი აირჩია. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს და განსხვავებული მოსაზრება არ დაფიქსირებულა.

მამუკა ალაფიშვილი რექტორობის კანდიდატურა პრაქტიკულად უალტერნატივო იყო, რადგან სოფიო თავაძემ, საარჩევნო პროცესამდე ერთი დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა. ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილების მოტივი საზოგადოებას არ აუხსნა.

მამუკა ალაფიშვილის პოლიტიკური გემოვნება ცნობილია. ის დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამბობს, რომ მხარს უჭერს მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურს, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში. ალაფიშვილი ასევე, რუსული კანონის მხარდამჭერიცაა.

„არცერთ პარტიაში ვარ, შეგიძლია გადაამოწმოთ. ჩემი მიზანია, რომ უნივერსიტეტში არცერთი მხარე იყოს დაპირისპირებაში. ვემხრობი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, მათ შორის საგარეო კურსთან მიმართებაშიც. არ მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურია. მე არ ვთვლი, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ რუსულია, პოლემიკაში არ შემოვდივარ, პოლიტიკოსი არ ვარ… ისეთი პასუხები გაგეცით, რაც არ მოგეწონათ როგორც ჩანს“, – განაცხადა მამუკა ალაფიშვილმა.

ინფორმაციისთვის: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ექვსი თვის ვადით აირჩიეს. რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თემურ კეჟერაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისთვის: არჩევნების პარალელურად, ხელოვნების უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. ორ კვირაზე მეტია სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში ათენებენ. ისინი რიგგარეშე არჩევნებსა და საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1317618109556177/

Post navigation

Previous: კარვების გატაცება, სპეცრაზმის მობილიზება და პოლიციელების უკან დახევა – როგორ ვითარდებოდა მოვლენები ღამით აჭარის მთავრობასთან
Next: თავისუფლება მზია ამაღლობელსა და პოლიტ პატიმრებს – აქცია ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

აჭარა თაიმსი ივნისი 13, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.