Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ჯილდო, რომელიც კითხვებს აჩენს – რას წარმოადგენს რეალურად World Travel Awards

სულხან მესხიძე Posted on 4 კვირის ago
World Travel Awards_AJARATIMES.GE

ბოლო რამდენიმე წელია, „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობა, ასევე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ოფიციალურ განცხადებებში, საკუთარი საქმიანობის წარმატებზე საუბრისას, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს ე.წ. „ტურიზმის ოსკარის“ (World Travel Awards) ჯილდოებს, რომლებიც აჭარამ და კონკრეტულად ბათუმმა სხვადასხვა ნომინაციაში მიიღეს.

ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებებს აღნიშნული საერთაშორისო აღიარება მოჰყავთ, როგორც რეგიონის ტურისტული პოლიტიკის ეფექტიანობის დასტური.

ამ ფონზე, „აჭარა თაიმსი“ დაინტერესდა, როგორია World Travel Awards-ის კონკურსში მონაწილეობის რეალური პირობები, რა ფინანსურ ვალდებულებებს გულისხმობს პროცესი მონაწილეებისთვის და რამდენად შეესაბამება ოფიციალურ განცხადებებში გამოყენებული ნარატივი კონკურსის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ პრაქტიკას.

რეალური სურათის დასადგენად, რედაქციამ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა ორი უწყებისგან – ერთი წერილით „ქართული ოცნების“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მივმართეთ და კონკურსში მონაწილეობის ხარჯთაღრიცხვა მოვითხოვეთ, ხოლო მეორე წერილი World Travel Awards-ის ადმინისტრაციას გავუგზავნეთ.

ოფიციალური ინფორმაციის დეფიციტის პირობებში, „აჭარა თაიმსმა“, დამატებით, ექსპერიმენტს მიმართა. საკონკურსო პირობების უკეთ გასაგებად, World Travel Awards-ის ადმინისტრაციას თავდაპირველად კერძო ელექტრონული ფოსტით დავუკავშირდით, როგორც დაინტერესებული ქვეყანა, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის პირობებისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაგება სურდა. World Travel Awards-ის წარმომადგენელმა იმავე დღეს გვიპასუხა და წერილს თან დაურთო კონკურსში მონაწილეობის პირობები. ადმინისტრაციის ინფორმაციით:

  • რეგიონული ნომინაციის საფასური შეადგენს 499 ფუნტ სტერლინგს – თითო განაცხადზე;
  • ქვეყნის მასშტაბის ნომინაციის საფასური – 399 ფუნტ სტერლინგს თითო განაცხადზე;
  • განაცხადის შეტანა კომპანიებსა და ორგანიზაციებს, ონლაინ ფორმის მეშვეობით, თავად ევალებათ.

ეს პასუხი აჩენდა კითხვას: როგორ მონაწილეობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კონკურსში უფასოდ მაშინ, როდესაც ადმინისტრაცია მკაფიოდ მიუთითებს სატარიფო პოლიტიკაზე?

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „აჭარა თაიმსს“ წერილობით აცნობა, რომ World Travel Awards-ის კონკურსში მონაწილეობა, ნომინირება და დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება უფასოა.

უწყების განმარტებით, ბიუჯეტიდან თანხები იხარჯება მხოლოდ დელეგაციის წევრების ტრანსპორტირებასა და სასტუმროზე. წერილში აღნიშნულია, რომ, 2020 წლიდან 2025 წლამდე, ბათუმმა სხვადასხვა ნომინაციაში, ჯამში, ექვსი ჯილდო მიიღო და ამ პერიოდში, დეპარტამენტს კონკურსში მონაწილეობისა და ჯილდოს მისაღებად, თანხა არ გადაუხდია.

მიღებული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის შემდეგ, „აჭარა თაიმსმა“ World Travel Awards-ის ადმინისტრაციას უკვე ოფიციალური, მედიის სახელით გაგზავნილი წერილით მიმართა და მოითხოვა განმარტება, რამდენი გადაიხადა კონკრეტულად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს, კონკურსში ჩართვისა და ჯილდოს მიღებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ორჯერ, ერთთვიანი ინტერვალით, მივმართეთ, ადმინისტრაციამ ჩვენს ოფიციალურ წერილებზე აღარ გვიპასუხა.

დაზუსტების მიზნით, „აჭარა თაიმსმა“ ხელახლა მიმართა „ქართული ოცნების“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს. დეპარტამენტის მტკიცებით, პირველად, World Travel Awards-ის გუნდს ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები 2019 წელს გააცნეს. წესების თანახმად, ნომინაციის გამარჯვებულის ნომინირება მომდევნო წლის კონკურსზე, ავტომატურად, უფასოდ ხორციელდება.

ცნობისთვის, ამ გარემოებაზე, პირველად მოწოდებულ წერილობით პასუხში, ტურიზმის დეპარტამენტი ყურადღებას არ ამახვილებდა.

მიუხედავად ოფიციალური განმარტებებისა, რჩება მნიშვნელოვანი კითხვები:

  • თუ World Travel Awards-ის სატარიფო პოლიტიკა ყველასთვის ფასიან მონაწილეობას ითვალისწინებს, როგორ ხდება კონკრეტული გამონაკლისების დაშვება?
  • არსებობს, თუ – არა წერილობითი შეთანხმება, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს უფასო მონაწილეობის უფლებას აძლევს?
  • რატომ არ პასუხობს კონკურსის ადმინისტრაცია მედიის ოფიციალურ კითხვებს?

რა ვიცით კონკურსის შესახებ, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების თანახმად:

World Travel Awards-ი, რომელიც 1993 წლიდან ტარდება და ხშირად მოიხსენიება, როგორც „ტურიზმის ოსკარი“, არაერთხელ გამხდარა რამდენიმე უცხოური მედიისა და ტურიზმის სფეროს ანალიტიკოსების კრიტიკის ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ ის საკუთარ თავს წარმოაჩენს გლობალური ტურიზმის ხარისხის წამყვან ამღიარებელ ორგანიზაციად, რიგი საერთაშორისო გამოცემები ყურადღებას ამახვილებენ კონკურსის კომერციულ მოდელზე, გამჭვირვალობის პრობლემებსა და გამარჯვებულის გამოვლენი მექანიზმებზე.

პორტუგალიური ონლაინგამოცემა Times of Madeira თავის პუბლიკაციაში World Travel Awards-ს აღწერს, როგორც „კომერციულ ეკოსისტემას, რომელიც პრესტიჟის ფორმით არის შეფუთული“. გამოცემის ანალიზის მიხედვით, კონკურსში წარმატება ხშირად ეფუძნება არა დამოუკიდებელ ექსპერტულ შეფასებას ან ობიექტურ ინდიკატორებს, არამედ დამოკიდებულია მონაწილეთა მარკეტინგულ აქტიურობაზე, ხმის მიცემის კამპანიებსა და ფინანსურ ჩართულობაზე. სტატიაში ხაზგასმულია, რომ გამარჯვებულები დამატებით იხდიან გალაღონისძიებებზე დასწრებისა და World Travel Awards-ის ბრენდის გამოყენების ლიცენზიის საფასურს, რაც კონკურსს დაჯილდოების ღონისძიების სახეს უკარგავს და უფრო ბიზნესმოდელის ღონისძიებად აქცევს.

მსგავსი კითხვები გაჩნდა აზიურ მედიაპლატფორმა Travel Voice-შიც. გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ჯილდოების ავთენტურობასა და გამჭვირვალობაზე. ავტორები აღნიშნავენ, რომ კონკურსში ნომინაცია, ხშირ შემთხვევაში, უკავშირდება განაცხადის საფასურის გადახდას, ხოლო გამარჯვების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ორგანიზაცია ან რეგიონი აქტიურად აწარმოებს ხმის მიცემის კამპანიას. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ასეთ პირობებში, ფინანსურად ძლიერი მოთამაშეები უფრო კონკურენტუნარიანები არიან, ვიდრე მცირე რესურსების მქონე ტურისტული მიმართულებები.

აფრიკული გამოცემა Kampala Sun-ის პუბლიკაციაში World Travel Awards-ის შესახებ დასმულია კითხვა: „თაღლითობა თუ ლეგიტიმური კონკურსი“. ნაშრომი არ ამტკიცებს, რომ კონკურსი პირდაპირი თაღლითობაა, თუმცა დეტალურად აღწერს სისტემას, რომელშიც, გამარჯვების შემდეგ, მონაწილეებს სთავაზობენ ფასიან პაკეტებს, ბრენდირებულ მასალებსა და საერთაშორისო პიარმომსახურებებს. სტატიის ავტორის შეფასებით, ეს პრაქტიკა აჩენს კითხვას, რას ეფუძნება გამარჯვება რეალურად – ხარისხს, თუ – ფინანსურ შესაძლებლობებს.

კრიტიკული კონტექსტი ფართოვდება ინდუსტრიულ ანალიტიკურ მასალებშიც. პლატფორმა Transparency.Travel-ი, რომელიც ტურიზმის სფეროში გამჭვირვალობის საკითხებზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურისტული ჯილდოების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს pay-to-play პრინციპით. ამ მოდელში კონკურსში მონაწილეობა, ხილვადობა და გამარჯვების კომერციული გამოყენება პირდაპირ უკავშირდება გადასახდელებს, რაც, საბოლოოდ, მომხმარებლისა და საზოგადოების თვალში, ამცირებს ჯილდოების ნდობის ხარისხს.

უცხოური მედიის ნაწილი ყურადღებას ამახვილებს World Travel Awards-ის ხმის მიცემის მექანიზმზეც. პუბლიკაციების მიხედვით, გამარჯვებულები, ძირითადად, განისაზღვრებიან ონლაინ, სადაც გადამწყვეტ როლს ასრულებს არა დამოუკიდებელი ჟიური, არამედ კამპანიების ეფექტიანობა და ორგანიზებული მხარდაჭერა. ეს გარემოება აჩენს კითხვებს კონკურსის შედეგების ობიექტურობასთან დაკავშირებით და ხშირად განიხილება, როგორც პოპულარობისა და რესურსების კონკურსი.

საერთაშორისო მედიის ამ პუბლიკაციებისთვის, საერთო ხაზია ის, რომ World Travel Awards-ი არ განიხილება, როგორც აკადემიური ან სრულად დამოუკიდებელი შეფასების სისტემა. იგი უფრო აღიქმება, როგორც გლობალური მარკეტინგული პლატფორმა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ მოთამაშეებს სთავაზობს პრესტიჟის კომერციულ პროდუქტს. ამავე დროს, მედიის ნაწილი მიუთითებს, რომ ხშირად, პრაქტიკაში, გამარჯვება ტურისტული მიმართულებების ბრენდინგსა და საერთაშორისო კომუნიკაციაში გამოიყენება, თუმცა მისი სანდოობა და ობიექტურობა დისკუსიის საგნად რჩება.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

admin Posted on 2 დღის ago 0
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

admin Posted on 2 დღის ago 0
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

admin Posted on 2 დღის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ს/კ ბათუმი“ საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა kalatburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ს/კ ბათუმი“ საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

Posted on 23 საათის ago 0
ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 2 დღის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 3 დღის ago 0
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულები კლინიკაში მოათავსეს

Posted on 3 დღის ago 0
„ს/კ ბათუმი“ საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა kalatburti_AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„ს/კ ბათუმი“ საქართველოს თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

Posted on 23 საათის ago 0
ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციამ 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

Posted on 2 დღის ago 0
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე გემი დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

სისხლიანი გარჩევა შუახევში, კაცი ნაჯახით დაჭრეს

Posted on 3 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.