Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში რამაზ ჯინჭარაძე საქმიანობას კვლავ ბათუმის საკრებულოში გააგრძელებს, ოღონდ რიგით წევრად

აჭარა თაიმსი სექტემბერი 25, 2024
batumis sakrebulo, ramaz jincharadze_AJARATIMES.GE

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა, ამის შესახებ რამაზ ჯინჭარაძემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. ჯინჭარაძე თანამშრომლებს გამოემშვიდობა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ჯინჭარაძემ თავმჯდომარის პოსტი დატოვა, საკრებულოს წევრის სავარძელს ვერ შეელია და ადგილი შეინარჩუნა. არჩევნებში წაგების შემთხვევაში ის კვლავ აპირებს წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობის გაგრძელებას.

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დარწმუნებულია, უცნობია, რა რისკები დაინახა ან რა მიზნით შეინარჩუნა სტატუსი რამაზ ჯინჭარაძემ. ბათუმის საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ „აჭარა თაიმსის“ კითხვების შინაარსი ვერ გაიგო და ამ მოტივით ინტერვიუზე უარი გვითხრა.

აჭარა თაიმსი: რატომ შეინარჩუნეთ საკრებულოს წევრის სტატუსი?

რამაზ ჯინჭარაძე: გაუგებარია რას მეკითხებით, კითხვის შინაარსი ვერ მივხვდი.

აჭარა თაიმსი: არჩევნებში დამარცხების შიშით ადგილს ინახავთ თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

კითხვას რამაზ ჯინჭარაძემ არ უპასუხა და კაბინეტისგენ გაემართა. 

ინფორმაციისთვის: ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას პირველი მოადგილე, ირაკლი თავდგირიძე შეასრულებს. ეს უკანასკნელი საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის მანდატით მოხვდა, თუმცა მან მოგვიანებით, “საქართველოსთვის” დატოვა. მაშინ თავდგირიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან კოალიციაში შესვლა.

“ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ! არა ნაცებს! არა ბოროტებას! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!” – წერდა მაშინ ირაკლი თავდგირიძემ. 

“გასაყიდი უნდა გაიყიდოს” – ასე გამოეხმაურა ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებას გახარიას პარტია.

ცნობისთვის: რამაზ ჯინჭარაძე, “ქართული ოცნების” უმაღლესი საბჭოს დელეგატობის კანდიდატია. 

Post navigation

Previous: რ/კ “ბათუმმა” ახალი მოთამაშე დაიმატა
Next: აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 2, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.