Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

არ დათმოთ პირადობები და თავისუფლება – მეზღვაურები მიმართვას ავრცელებენ

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2024
mezgvaurebi_AJARATIMES.GE

არ წამოეგოთ პროვოკაციას, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნოდ ადამიანებს პირადობის მოწმობები უნდა ჩამოართვან, ამის შესახებ მეზღვაურთა კლუბის მიმართვაში წერია, რომელსაც ისინი წერილობით ავრცელებენ.

“ნაკლებად გვეგულება ადამიანი ან პროფესია, რომელმაც მეზღვაურზე უკეთ იცის, რა არის თავისუფლება და რამდენად მძიმეა მისი შეზღუდვა. დღეს საქართველო გასაყარზეა. ან უნდა დავკარგოთ მოპოვებული თავისუფლება და ისევ მარწუხებში გავზარდოთ შვილები, ან გავაგრძელოთ სწრაფი განვითარება.

უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება არ არის მხოლოდ ჯაჭვებიდან თავის დახსნა. თავისუფლება არის ცხოვრება ისე, რომ პატივი ვცეთ და სხვათა თავისუფლება გავაძლიეროთ.  ჩვენი არა მხოლოდ სურვილი, არამედ ვალდებულებაა – გავაძლიეროთ შვილების, ოჯახების, ქვეყნის თავისუფლება. ბიძინა და ქართული ოცნებით შენიღბული რუსული ჭირი წლებია ცდილობს გადაყრილი ბორკილები ისევ დაგვადოს და მომავალი მოგვისპოს. ამას ვერ დავუშვებთ!

მეზღვაურის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმამაცეა. ტალღა თუ ვერ გვაშინებს, რომელიმე პოლიტიკური გუნდი, თუნდაც მმართველო – არაფერია. არის ხმები, რომ პირადობებს ჩამოგართმევენ, დაგაშანტაჟებენ, დაგემუქრებიან… ვერ და არ! პირადობის მოწმობა თავისუფლების ერთ-ერთი სიმბოლოა და არაფრით არ უნდა გადასცეთ სხვა პირს. არც თქვენი ხმა დაუთმოთ ვინმეს! არჩვენებზე არწამსვლელი სწორედ ამას გააკეთებს და ეს დანაშაულიცაა თაობათა წინაშე.  

არჩევნები არაა მხოლოდ ხმის მიცემა. ეს მომავლის გზაა და ამ გზაზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისუფლების მთავარი გამოხატულება სწორედ არჩევანის ქონა და გამოყენებაა. წადით ყველა არჩევნებზე! ჩვენ ვერ გაიძულებთ და ვერც მოგიწოდებთ, რომელი პარტია გააფერადოთ. მიეცით ხმა ნებისმიერს რუსული და ქოცური გავლენის გარდა! დიახ, ბიძინა უნდა მოიშოროს, საქართველომ! თავისუფალი საქართველო კი, თქვენ ხართ და თქვენი ოჯახები,” – წერია მეზღვაურების მიმართვის ტექსტში. 

ინფორმაციისთვის: მეზღვაურთა კლუბის წევრების შეხვედრა 16 ოქტომბერს გაიმართა.

Post navigation

Previous: მშვილდოსნებმა აჭარიდან, საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
Next: „გვატყუებდნენ, რომ რუსული კანონი არ შეგვეხებოდა“- დეა ერემაშვილი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.