Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი
  • ხელვაჩაური

აჭარის სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე – თორნიკე რიჟვაძის დაპირება რომელიც არ შესრულდა

სულხან მესხიძე თებერვალი 22, 2024
bunebrivi airi_ajaratimes.ge

ბუნებრივი აირის დაზიანებული მილი - ქობულეთი, სოფელი ჩეხედანა

აჭარის სრული გაზიფიცირება 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეკუთვნის. თორნიკე რიჟვაძის პირობა დღემდე შეუსრულებელია. მაღალმთიანეთისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები ბუნებრივ აირს დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.

“ჩვენი გეგმის შესაბამისად, 2020 წელს სრულად უნდა დავასრულოთ აჭარის გაზიფიცირება. ეს ნიშნავს ძლიერ ოჯახებს და იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ტყეს და ეკონომიკაც და ტურიზმიც კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონში“, – აცხადებდა 2019 წელს თორნიკე რიჟვაძე მედიასთან საუბრისას.

აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლები ბუნებრივი აირის მილებით დაიქსელა, თუმცა პროექტების ექსპლუატაციაში მიღება გაურკვეველი მიზეზებით დღემდე არ ხდება. რატომ არ აქვს იმ სოფლებს ბუნებრი აირი, სადაც მილების მონტაჟი დასრულდა – კითხვა პასუხგაუცემელია. 

ოპოზიციისა და მოსახლეობის ინფორმაციით კი, სამუშაოები თავის დროზე ხარვეზებით შესრულდა. უფრო კონკრეტულად, მილების უდიდესი ნაწილი ექსპლუატაციამდე კოროზირებული და დაზიანებულია. “ნაციონალურ მოძრაობაში” ეჭვობენ, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან, რის გამოც პარტია გამოძიებას ითხოვს. 

ხელვაჩაური – სოფელი მახო

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრის მტკიცებით, პროექტები ხარვეზებით არ შესრულებულა და ბუნებრივი აირის მილები ვარგისია. ტიტე აროშიძე გვარწმუნებს, რომ “დაპირების შესრულება” მოხდა.

“ძირითადი ამოცანა, რაც იყო მაგისტრალის გაყვანა მოხდა, რომელიც ასევე, სოფლების დაქსელვას გულისხმობდა. რაც შეეხება მილებს, კოროზირებული არაა, სადაც არის ხარვეზები კომპანიას ახლით ჩანაცვლების ვალდებულება აქვს. მაღალმთიანეთში, რელიეფის გამო, შესაძლოა ვერ მოხდა მილების სრულყოფილად გაყვანა, თუმცა პერიოდულად დასრულდება სამუშაოები. ძირითად მიმართულებებზე გაზი უკვე შეყვანილია,” – უთხრა “აჭარა თაიმსს” ტიტე აროშიძემ.

ცნობისთვის: დაბა ხულოსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დღემდე არაა ბუნებრივი აირი, არადა თორნიკე რიჟვაძემ 2020 წლის ოქტომბერში ფეისბუქზე დაწერა: “დაბა ხულოში გაზი ავანთეთ”. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრს ქობულეთის მუნიციპალიტეტზეც ვკითხეთ, სადაც დაბალი ზონის სოფლებიც დღემდე ბუნებრივი აირის გარეშეა. ტიტე აროშიძე ამ შემთხვევაშიც გვიმტკიცებს რომ “დაპირება შესრულებულია”

ბუნებრივი აირის დაზიანებული მილები – სოფელი ლეღვა

“გაზი უამრავ სოფელში უკვე შეყვანილია. მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია,” – იმეორებს ტიტე აროშიძე და ამით თემაზე საუბარს ასრულებს.

ინფორმაციისთვის: აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაგისტრალზე არა, ბუნებრივი აირის შეყვანასა და სარგებლობაზე გააკეთა განაცხადი. 

ბუნებრივი აირის გარეშეა შუახევის მუნიციპალიტეტიც, ქედაში კი რამდენიმე თვის წინ, დაბა და მიმდებარე ოთხამდე სოფელის გაზიფიცირება მოხდა.

აჭარის სოფლებში ბუნებრივი აირის ქსელის პროექტირებასა და მშენებლობაზე სხვადასხვა კომპანიაა პასუხისმგებელი.

Post navigation

Previous: ვალუტის ოფიციალური კურსი 23 თებერვლისთვის
Next: ხანძარი ბათუმში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში გაზის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.