Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ

აჭარა თაიმსი სექტემბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE

ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, სადაც განცხადებები ძირითადად, რუსულ ენაზე ქვეყნდება, მომხმარებლები რუსულენოვანი სახელმძღვანელოების ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ მათი გაყიდვის მიზნით. კომენტარებიდან ასევე ირკვევა, რომ რუსეთში დაბეჭდილ წიგნებს ბათუმის კერძო სკოლებში იყენებენ.

აღნიშნული „სქრინშოტები“ „აჭარა თაიმსს“ მოქალაქეებმა მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ ბათუმის კერძო სკოლებში მასწავლებლები, რამდენიმე საგნის სწავლების პროცესში, მუდმივად იყენებენ რუსეთში დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს.

„ოფიციალურად, რუსულად ნათარგმნი და საქართველოში დაბეჭდილი სახელმძღვანელო არსებობს, მაგრამ ბევრი მასწავლებელი იყენებს რუსულ სახელმძღვანელოს. აგრეთვე, არსებობს მათემატიკის სახელმძღვანელო (გოგიშვილი), რომელიც საშინლად უხარისხოა და რუსულ სექტორში მასობრივად იყენებენ რუსეთში დაბეჭდილ სახელმძღვანელოებს. რაც შეეხება რუსულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოში შექმნილი და დაბეჭდილი სახელმძღვანელოები არ არსებობს და გამოიყენება რუსული სტანდარტის (ФГОС) სახელმძღვანელოები. ბუნება კი საქართველოშია დაბეჭდილი და ქართულ სტანდარტს შეესაბამება“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მან ასევე გამოგვიგზავნა ერთ-ერთი სახელმძღვანელო პორტატული დოკუმენტის ფორმატის (PDF) სახით, რომელსაც ყურადღებით გადავხედეთ. ესაა ა. ა. პლეშაკოვის „Окружающий мир“ (გარემომცველი სამყარო) მესამეკლასელისთვის, რომელიც დაშვებულია რუსული სკოლებისთვის, რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მიერ. სახელმძღვანელო გამოცემულია 2023 წელს.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სახელმძღვანელოს 30-ე და 31-ე გვერდზე მოცემულმა ინფორმაციამ, რომელიც რუსული სკოლის მესამეკლასელს უნერგავს იდეას რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ.

„თანამედროვე რუსეთის არმია აგრძელებს უფროსი თაობების ტრადიციებს: ერთგულად ემსახუროს სამშობლოს, მამაცურად, ღირსებითა და პატივით დაიცვას იგი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი არმიით – ქვეყნისა და მთელი ხალხის საიმედო დამცველით.“ ვკითხულობთ 30-ე გვერდზე, ხოლო მომდევნო გვერდზე მოსწავლისგან ითხოვს, უფროსების დახმარებით აიღოს ინტერვიუ სამხედრო მოსამსახურეებისგან, რუსული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებისგან, ჩაიწეროს მათი საუბარი, გადაუღოს ფოტოები და ამის შემდეგ, მოამზადოს ვიზუალური მასალა. „სამუშაოს შედეგები გააფორმეთ სტენდების, ალბომების, სამახსოვრო ფურცლებისა და ფოტოკოლაჟების სახით. შესაძლებელია, მთელი ინფორმაცია შეკრიბოთ ერთ დიდ წიგნში – „ვინ გვიცავს“, რომელიც გააფორმებთ ფოტოებითა და ნახატებით. სამუშაო შეაჯამეთ საზეიმო პრეზენტაციაზე“, – წერია იქვე.

ესე იგი, საქართველოში ქართული სკოლის რუსული სექტორის მოსწავლემ უნდა მოამზადოს რუსი სამხედროების ინტერვიუები, გააკეთოს ვიზუალური მასალა და გაიტანოს პრეზენტაციაზე. სავარაუდოდ, საკლასო ოთახშიც გამოაკრავენ, მშობლები ვიდეოსა და ფოტოსაც გადაიღებენ და სოციალურ ქსელებში განათავსებენ.

აქვე საინტერესო დეტალიც: რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს საქართველოში ცხოვრების პირველი წელი არაა. შესაბამისად, საქართველოს განათლების სამინისტრომ უნდა იცოდეს, რომელი სახელმძღვანელოებით სწავლობენ მათი შვილები ქართულ სკოლებში და რამდენად შეესაბამება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს ასეთი პროპაგანდისტული ნარატივების შეტანა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ვთქვათ, მოსწავლეებმა რუსი სამხედროები დისტანციურად ჩაწერეს, სკოლა ხომ საქართველოშია და პრეზენტაციაც აქ უნდა გაიმართოს (ან უკვე გაიმართა და კიდევ არაერთი გაიმართება)? შესაბამისად, ქართული საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ პასუხი კითხვაზე, თუ მათ ამის შესახებ იციან, რა ზომები მიიღეს, ან რას აპირებენ? თუ არ იციან, რატომ აქამდე არ დაინტერესდნენ იმ სახელმძღვანელოებით, რომლებსაც რუსული სექტორის მასწავლებლები იყენებენ? საერთოდ, არსებობს რაიმე საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომლის მოთხოვნებსაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სასკოლო განათლება ადეკვატურად უნდა პასუხობდეს?

სქრინშოტი: რუსული სამხედრო ძალის პოპულარიზაცია

ეს რომ არა მხოლოდ განათლების საკითხია, არამედ პოლიტიკურად მეტად მგრძნობიარე თემაც, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არა მხოლოდ ეწინააღმდეგება, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეებსაც შეურაცხყოფს, დასტურდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორით: ამავე სახელმძღვანელოს 97-ე გვერდზე მოცემულია რუსეთისა და მისი სამეზობლო სახელმწიფოების რუკა. ამ რუკაზე საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სხვადასხვა ქვეყნადაა დატანილი და რუკის ლეგენდაშიც ასეა გამოტანილი.

რუკის ქვეშ განმარტებულია, რომ რუსეთის სამხრეთით, შავ და კასპიის ზღვებს შორის, მდებარეობს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, საქართველო და აზერბაიჯანი და მერე ჩამოთვლილია თითოეულის დედაქალაქი.

ბათუმში, ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგმა „აჭარა თაიმსთან“ პირად საუბარში აღნიშნა, რომ სკოლაში მოსწავლეები რუსეთში დაბეჭდილი წიგნებით, სკოლის ოფიციალური ნებართვის გარეშე სწავლობენ. მისი თქმით, რუსულენოვანი წიგნები პედაგოგებს კლასებში არაოფიციალურად შეაქვთ და სასწავლო პროცესში იყენებენ.

„აჭარა თაიმსმა“ ბათუმში მოქმედი კერძო სკოლების ნაწილთან დაკავშირება შეძლო. თუმცა სკოლების წარმომადგენლები რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოების გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ აჭარის განათლების სამინისტროშიც.

„საქართველოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება და შესაბამისად ასეთ ინფორმაციაზე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო კომენტარს ვერ გააკეთებს,“ – განუცხადეს „აჭარა თაიმსს“ სამინისტროში. 

რატომ გაურბიან კერძო სკოლების წარმომადგენლები რუსულ კანონზე საუბარს

5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში

საქართველოში სკოლების რაოდენობა შემცირდა – საქსტატი

ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება

სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება

Post navigation

Previous: 5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 3, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 3, 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ნოემბერი 3, 2026
ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 2, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 3, 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ნოემბერი 3, 2026
ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 2, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.