Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში

აჭარა თაიმსი სექტემბერი 15, 2026
skola_AJARATIMES.GE

ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს ოფიციალურად დაიწყო.

წელს აჭარაში 5 658 პირველკლასელია რეგისტრირებული. რეგიონში არსებული 230 საჯარო და 25 კერძო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობა, სექტემბრის მონაცემებით, 72 907-ს შეადგენს.

მიმდინარე სასწავლო წელს რეგიონში რომელ საჯარო სკოლას არ ეყოლება პირველკლასელი? კითხვაზე, აჭარის განათლების სამინისტროს ამ ეტაპზე, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, რადგან მოსწავლეთა მობილობის პროცესი 1 ოქტომბრამდე  მიმდინარეობს.

როგორი ვითარებაა მიმდინარე სასწავლო წელს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში? ამ საკითხზე „აჭარა თაიმსი“ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, ბათუმის 28 საჯარო და 16 კერძო სკოლაში 46 380 მოსწავლეა რეგისტრირებული. წელს სკოლებში პირველკლასელთა საერთო რაოდენობამ 3 762 შეადგინა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასწავლო წელს პირველკლასელები არ ეყოლებათ სოფელ ზენითის საჯარო და ზედა კვირიკეს საბაზო სკოლას. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 46 საჯარო და 3 კერძო სკოლაში 12 700 მოსწავლე ირიცხება. რაც შეეხება პირველკლასელთა რაოდენობას, წელს დაახლოებით 900 მოსწავლე დარეგისტრირდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, რამაზ გელაძის ინფორმაციით, წელს ხულოში 1 931 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათ შორის 110 პირველკლასელია. მუნიციპალიტეტში 49 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლაა, სადაც მიმდინარე წელს პირველკლასელი მოსწავლე არ ეყოლებათ, თუმცა მონაცემები ზუსტდება.

„აჭარა თაიმსი“ ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელებსაც დაუკავშირდა. მიუხედავად დაპირებისა, სამივე საჯარო უწყების ხელმძღვანელი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს და ჩვენს სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს.

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეკერეს

Post navigation

Previous: ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება

აჭარა თაიმსი სექტემბერი 15, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში skola_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში

სექტემბერი 15, 2026
ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება

სექტემბერი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 14, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

სექტემბერი 14, 2026
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026
გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“ geka geladze shss_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეკა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს – „საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ“

სექტემბერი 14, 2026
5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში skola_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში

სექტემბერი 15, 2026
ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება fuli_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება

სექტემბერი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 14, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა marshutka_AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

სექტემბერი 14, 2026
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 5
  • საქართველო

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

სექტემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.