Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის საკრებულომ ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარა თაიმსი დეკემბერი 19, 2023
batumis meria_ajaratimes.ge

ბათუმის საკრებულომ ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მერიის ცნობით, ბიუჯეტის მოცულობა 382 მილიონი ლარია. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი მერმა წარადგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე, არჩილ ჩიქოვანი 2023 წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშით წარდგა.

როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტიდან 361 მილიონ 200 ათასი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტსა და პროგრამაზე გადანაწილდა. მისივე თქმით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა 209 ქუჩასა და მონაკვეთზე, ბეტონის საფარი დაიგო და მიმდინარეობს 74 მისამართზე. კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 247 712,35 კვ.მ. ტერიტორია. გარდა ამისა, სამრეწველო ზონის მიმდებარედ 10-ამდე მთავარი და მეორეხარისხოვანი გზის მშენებლობა დასრულდა.

მისივე თქმით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამის მეორე ეტაპზე აშენდა 4 ხუთსართულიანი კორპუსი, რითაც საცხოვრებელი ფართით 100 ოჯახი დაკმაყოფილდა.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“- პროგრამის ფარგლებში მშენებლობა მიმდინარეობს 9 მისამართზე, სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოები დასრულდა 6 მისამართზე, რითაც 500-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. საერთო ჯამში, უახლოეს პერიოდში 1000-ზე მეტი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. რაც შეეხება საბავშვო ბაღების მშენებლობას, წელს 3 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. გამაგრება-ახლის მშენებლობა მიმდინარეობს 8 მისამართზე, 12 ბაღში კი ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება“ – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

როგორც არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დასრულდა და მიმდინარეობს 13 მისამართზე. დაირგო 2500 ხე-მცენარე, 1 მილიონი ყვავილი და გამწვანდა 80 ქუჩა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით.

„2023 წელს სრულად განახლდა ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი. რაც შეეხება განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებს, 30 პროგრამა განხორციელდა, ლუკა ასათიანის სტიპენდია გადაეცა 100 სტუდენტს, ხოლო ტბელ აბუსერიძის სტიპენდია 18-ს. წელს ბათუმი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით საკმაოდ დატვირთული იყო. მთელი წლის განმავლობაში ბათუმმა არაერთ კულტურულ და სპორტულ ფესტივალსა და ჩემპიონატს უმასპინძლა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბების. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით, 29 მასშტაბური პროგრამა და ქვეპროგრამა განხორციელდა და 53 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული სერვისებით. 2023 წელი იყო როგორც გამოწვევებით სავსე, ასევე საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული წელი ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელებისათვის. ამ ერთი წლის განმავლობაში ბათუმისთვის მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა. 2024 წელის პროგნოზიც საკმაოდ პოზიტიური გვაქვს. განხორციელდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები, რისთვისაც 382 მილიონი ლარი დაიხარჯება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ყველა ერთად, ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით შევძლებთ ბათუმის უკეთესი მომავლის შექმნას“- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე.

„ბათუმის ბიუჯეტი 382 მილიონი ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 168 მილიონ 341 ათას 300 ლარი ეკოლოგიური მდგომარეობა და რეკრეაცია – 48 მილიონ 360 ათას 200 ლარი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 27 მილიონ 264 ათას 600 ლარი განათლება – 43 მილიონ 495 ათას 600 ლარი კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა – 25 მილიონ 502 ათას 600 ლარი საკუთარი შემოსავლები – 205 მილიონი ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 177 მილიონი ლარი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: გასულ წელს 434-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა
Next: ბათუმის მერი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აჭარა თაიმსი აგვისტო 12, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აგვისტო 12, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026
ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აგვისტო 11, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აგვისტო 12, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა shindisis gmirebi, omi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

17 ქართველი სამხედრო, რომელთა გმირობაც ისტორიას დარჩა

აგვისტო 11, 2026
ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია manqana_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი დაწესდება – რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია

აგვისტო 11, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 11, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.