Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

აჭარა თაიმსი სექტემბერი 16, 2026
marshutka_AJARATIMES.GE

„კონკურენცია გაიზრდება, სამუშაო არ გვექნება. ზამთარში მძღოლები ისედაც მგზავრების სიმცირეს ვუჩივით. ყოველდღიურად ქობულეთის სადგურიდან ფიჭვნარის ბოლომდე, ჩოლოქის ხიდამდე, მოძრაობენ პირველი ნომრის მიკროავტობუსები. დღეს კი, როგორც შევიტყვეთ, ბათუმი-ქობულეთის საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებსაც მიეცათ უფლება, მგზავრები ფიჭვნარის ბოლომდე ჩაიყვანონ, რასაც კატეგორიულად არ მივესალმებით. ცვლილებამდე ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება ცენტრალური პარკის ტერიტორია იყო და მიგვაჩნია, რომ ეს არ უნდა შეიცვალოს“.

ეს იმ მძღოლების ნაწილის პოზიციაა, რომლებიც ქობულეთში, ქალაქის ტერიტორიაზე პირველი ნომრის მიკროავტობუსებზე მუშაობენ. ისინი ბათუმში მიმავალ მგზავრებს ცენტრალური პარკის ან სადგურის ტერიტორიამდე ემსახურებიან, რის შემდეგაც მგზავრებს ბათუმი-ქობულეთის საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებით გადაადგილება უწევთ.

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებისთვის დაანონსებული ცვლილება, რომელიც მგზავრობის საფასურის 4 ლარამდე გაზრდას და მარშრუტის დაახლოებით 10 კილომეტრით გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, დღეს შეიცვალა.

ცვლილების თავდაპირველი გეგმით, ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება ქობულეთის ცენტრალური პარკის ნაცვლად ფიჭვნარის დასახლების ბოლო წერტილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, პირველი ნომრის მიკროავტობუსების მძღოლების მიერ გამოხატული უკმაყოფილების შემდეგ, შეთანხმება შეიცვალა და ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად კვლავ ცენტრალური პარკის ტერიტორია დარჩება. ამასთან, უცვლელი რჩება მგზავრობის საფასური, 4 ლარი.

რატომ გახდა საჭირო თავდაპირველი გადაწყვეტილების შეცვლა და რატომ დარჩა 4-ლარიანი ტარიფი ძალაში, მაშინ როცა მარშრუტის დამატებითი 10-კილომეტრიანი მონაკვეთი აღარ ემატება?

შპს „ხუტას“ დირექტორი ორი დღის წინ „აჭარა თაიმსთან“ აცხადებდა, რომ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მგზავრობის საფასურის გაზრდა მხოლოდ საწვავის ფასის მატებას არ უკავშირდებოდა. მისი თქმით, ქობულეთის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, დაახლოებით 10 კილომეტრით უნდა გაზრდილიყო მიკროავტობუსების სამოძრაო მარშრუტიც.

თავდაპირველი გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება ქობულეთის ცენტრალური პარკის ნაცვლად ფიჭვნარის დასახლების ბოლო წერტილი უნდა ყოფილიყო, საიდანაც მგზავრებს ყოველდღიურად გადაიყვანდნენ.

დღეს ჩვენ შპს „ხუტას“ წარმომადგენელს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, მგზავრობის საფასური კვლავ 4 ლარი იქნება, თუმცა მარშრუტის ცვლილება აღარ იგეგმება.

„ფასი ისევ უცვლელი დარჩა, 4 ლარი. რაც შეეხება მანძილს, შეიცვალა. მძღოლები ფიჭვნარის დასახლებამდე მხოლოდ ბათუმიდან მომავალ იმ მგზავრებს ჩაიყვანენ, რომლებსაც აქამდე ცენტრალური პარკის ტერიტორიამდე ან ქობულეთის სადგურამდე უწევდათ მგზავრობა და შემდეგ სხვა ალტერნატიულ ტრანსპორტში გადაჯდომა, რათა დანიშნულების ადგილამდე მისულიყვნენ“, – ამბობს შპს „ხუტას“ წარმომადგენელი.

აღნიშნულ ცვლილებაზე ქობულეთის ტრანსპორტის რეგულირების დირექტორი მერაბ პაპუნაიშვილი ამბობს, რომ პირველი ნომრის მიკროავტობუსების მძღოლებს უკმაყოფილება ნამდვილად ჰქონდათ გამოხატული.

მისი განმარტებით, ბათუმი-ქობულეთის მიმართულება კერძოა და მუნიციპალურ ტრანსპორტს არ წარმოადგენს, შესაბამისად, ამ მიკროავტობუსების მოძრაობის განრიგი მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში არ შედის. თუმცა, მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა მხარეებს შორის დიალოგის გზით შეძლო შეთანხმების მიღწევა და ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა.

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

Post navigation

Previous: ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
police_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026
miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

სექტემბერი 16, 2026
ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

სექტემბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 15, 2026
ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ

სექტემბერი 15, 2026
5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში skola_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში

სექტემბერი 15, 2026
ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება marshutka_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

სექტემბერი 16, 2026
ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა fuli_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ვინ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“ აჭარიდან – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

სექტემბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 15, 2026
ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ

სექტემბერი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.