Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
marshutka_AJARATIMES.GE

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის ღირებულება 3-დან 4 ლარამდე გაიზარდა.

როგორც შპს „ხუტას“ ხელმძღვანელი ავთანდილ ხინიკაძე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, ტარიფის გაზრდა ბაზარზე საწვავის ფასის მატებამ განაპირობა. მისივე თქმით, მოსახლეობისა და ქობულეთის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, გაიზარდა მიკროავტობუსების სამოძრაო მარშრუტიც, დაახლოებით 10 კილომეტრით.

აქამდე ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრავი მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება ბათუმში კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ქობულეთში ცენტრალური პარკის მიმდებარე სივრცე იყო. ახალი ცვლილების თანახმად, მიკროავტობუსები ფიჭვნარის დასახლების ბოლო წერტილამდე იმოძრავებენ და საიდანაც ყოველდღიურად გადაიყვანენ მგზავრებს.

შპს „ხუტას“ ხელმძღვანელის განცხადებით, ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მუნიციპალური ავტობუსიც მოძრაობს, თუმცა ის მგზავრების საჭირო რაოდენობას ვერ აკმაყოფილებს და სრულფასოვან მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მუნიციპალური ავტობუსი საღამოს 7 საათის შემდეგ აღარ მოძრაობს.

ავთანდილ ხინიკაძის თქმით, ფიჭვნარის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მიკროავტობუსებს უფლება მიეცათ, ზაფხულის პერიოდში დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრაონ. რაც შეეხება ზამთრის გრაფიკს, მიკროავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე იმოძრავებენ.

რაც შეეხება შეღავათებს, მათ შორის სტუდენტებისთვის, რომლებიც ბათუმში სწავლობენ ან მუშაობენ და ყოველდღიურად სარგებლობენ მიკროავტობუსებით, შპს „ხუტას“ ხელმძღვანელის თქმით, მათთვის სპეციალური ტარიფი ან ფასდაკლება არ მოქმედებს. სტუდენტები, ისევე როგორც სხვა მგზავრები, მგზავრობისთვის დადგენილ 4 ლარს გადაიხდიან.

შპს „ხუტას“ ხელმძღვანელის თქმით, თუ ადრე ბაზარზე საწვავის ფასი დაახლოებით 2.50 ლარი იყო, ახლა ის 4.70 ლარს აღწევს, რაც მძღოლებისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილ ხარჯებს ქმნის.

მგზავრობის გაძვირებას უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი თითქმის ყოველწლიურად იცვლება.

მოსახლეობა ასევე საუბრობს მომსახურების ხარისხზე. მათი თქმით, მიკროავტობუსების ნაწილი მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავია, ხშირ შემთხვევაში კი სათანადოდ დაცული არ არის ჰიგიენური ნორმებიც.

მგზავრების ნაწილი ასევე ამბობს, რომ მძღოლები ხშირად არ რთავენ კონდიცირებისა და გათბობის სისტემებს, რადგან მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენება საწვავის ხარჯს ზრდის.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ლევან ურიდია ოქტომბერი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ლევან ურიდია ოქტომბერი 26, 2026
xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026
ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება

ოქტომბერი 28, 2026
ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 29, 2026
საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

საქართველოში ანტისამთავრობო აქციები 700 დღეა უწყვეტად გრძელდება

ოქტომბერი 28, 2026
რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს roman kedelidze_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის” კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს

ოქტომბერი 28, 2026
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალშია

ოქტომბერი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.