აჭარაში აგროქიმიური საშუალებების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დარღვევა ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსაში“ გამოავლინეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო და საცალო რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. გარდა ამისა, დარღვეული იყო პროდუქციის შეფუთვის მთლიანობა, რაც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია.
სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და იგი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.



