Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები
  • შუახევი

ბათუმში კუნძულის მშენებლობა კორუფციული პროექტია – კოალიცია “ძლიერი საქართველო”

სულხან მესხიძე 11/10/2024
_AJARATIMES.GE

ბათუმში კუნძულის მშენებლობა კორუფციული პროექტია, ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ბრიფინგზე განაცხადეს. აზა გაბუნიასა და ვაჟა დარჩიას თქმით, პროექტი ქალაქისთვის ბევრი თვალსაზრისით ზიანის მომტანია.

პარტია გარემოს ეროვნულ სააგენტოს  მიმართვს და ითხოვს გასაჯაროვდეს კუნძულის მშენებლობის ფარგლებში, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოიტრიგნის ანგარიში.

“ბათუმის ურბანული პოლიტიკა ჩვენთვის, ჩვენი მოძრაობისთვის და ახლა უკვე პოლიტიკური გაერთიანებითვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხზე წლებია ვმუშაობთ. ბათუმის კუნძულის მშენებლობას თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდით და ამ საკითხთან შემხებლობაში ყველა დოკუმენტი დეტალურად გვაქვს შესწავლილი. საიდანაც საჯარო უწყებაში ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციის ნიშნები იკვეთება. საუბარია კვლევაზე, რომლის ჩატარებაც შპს “ამბასადორი ბათუმი აილენდისგან“ მოითხოვა სააგენტომ, მოგვიანებით კი კვლევის დიდი ნაწილი თვითონ შეარულა და თავისივე კვლევა გამოიყენა გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე ყურადსათებია კიდევ ერთი გარემოება: 14 აგვისტოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილების ბრძანების შესაბამისად, ”ამბასადორ ბათუმი აილენდს” ახალი ვალდებულებები დაეკისრა, ნაწილის შესასრულებლად სამთვიანი პერიოდი მიეცა, მითითებული ვადის ამოწურვამდე ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა არც ერთი ვალდებულება ამ დრომდე არ არის შერულებული, ამის ფონზე კომპანია ნახევრად მშენებარე კუნძულზე 5 ცათამბრჯენის მშენებლობის ნებართავს ითხოვს. აქედან გამომდინარე, მიმავრთვათ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს, კუნძულის მშენებლობის ფარგლებში, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოიტრიგნის ანგარიში. ასევე მოვუწოდებთ, ეკონომიკის სამინისტრო ვალდებულებების შეუსრულბელობამდე არ გასცეს ცათამბრჯენების მშენებლობსი ნებართა,” – აღნიშნა აზა გაბუნიამ ბრიფინგზე. 

პარტიის კიდევ ერთი წევრი პროექტში კორუფციის ნიშნებს ხედავს. ვაჟა დარჩიას შეფასებით, ხელოვნური კუნძული არ არის გათვალისწინებული ბათუმის გენერალურ გეგმაში, რაც ცხადია გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს.

„ჩვენ რამდენიმე თვეა ვსაუბრობთ იმაზე, რომ კუნძულის პროექტი ერთ-ერთი კორუფციული პროექტია. მთავარი კორუფციული რისკი ჩანს იმაში, რომ ხელოვნური კუნძული არ არის გათვალისწინებული ბათუმის გენერალურ გეგმაში, რომელშიც ბათუმელების მილიონობით ლარი გადავიხადეთ. ხელოვნური კუნძული, შეიძლება ითქვას, დამატებითი ქალაქია, ურბანულ სივრცეში ერთი დამატებითი ურბანული ცენტრი, შესაბამისად, წარმოუდგენელია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში, რომელმაც ქალაქის ურბანული პოლიტიკა უნდა განსაზღვროს მომავალ წლების განმავლობაში, არ იყოს გათვალისწინებული ის, რაც მოხდება კუნძულზე – საუბარია ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე და იქ მულტიფუნქციური საცხოვრებლის მშენებლობაზე. ჩვენ გვიჩნდება ეჭვი იმისა, რომ ადგილი ექნება კორუფციას. ამიტომ არის ამოღებული ბათუმის გენერალურ გეგმიდან. ვნახეთ, ტერმინალ „ერთმა“ გაავრცელა განცხადება, რომ კუნძულის მშენებლობით დიდია შანსი იმისა, რომ სამომავლოდ საფრთხე შეექმნას პორტის განვითარებას, ასევე პრობლემებია უსაფრთხოების კუთხით. ექსპერტები საუბრობენ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ვხედავთ პლაჟი წაართვეს ბენზე-ბარცხანის მოსახლეობას, – ეს კითხვები პასუხგაუცემელია, არანაირი საჯარო პასუხი ამ კითხვებზე „ამბასადორ აილენდისგან“ არ ყოფილა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობაა ამ ინფორმაციის დამალვის და არ გასაჯაროების, სწორედ ეს აჩენს კითხვებს მოსახლეობაში, რომ ეს არის მთავარი კორუფციული პროექტი ბათუმში“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

აქვე დაგაინტერესებთ: ხალხი ზღვისა და სანაპიროს გარეშე – რას ითხოვს მოსახლეობა

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ვერ გავიგეთ რას სთავაზობს “ქართული ოცნება” სოციალურად დაუცვლეებს – ენმ
Next: ბათუმის მე-16 სკოლაში ლენტს გაჭრიან, თუმცა ბავშვები ისევ ონლაინ გააგრძელებენ სწავლას – ენმ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

admin 04/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე სამი პირი დააკავეს

admin 03/10/2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს

admin 25/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025
აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23/10/2025
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩი დიდი ანგარიშით წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩი დიდი ანგარიშით წააგო

23/10/2025
ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025
აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.