Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც მეუღლე შუახევში გენდერის ნიშნით მოკლა

სულხან მესხიძე აპრილი 11, 2024
prokuratura_ajaratimes.ge

გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა იტყობინება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საავადმყოფოში დააკავეს. დაკავებამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: დღეს, სასტიკად მოკლული ქალის ახლობლებმა აქცია გამართეს და ბრალდებულის მკაცრად დასჯა მოითხოვეს. მათი თქმით, სასამართლოს ენდობიან, თუმცა ამის მიუხედავად ითხოვენ, რომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

ცნობისთვის: მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თავად ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მან ცოლის მოკვლის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა.

 

Post navigation

Previous: თსუ-ს კალათბურთელებმა საქართველოს თასი მოიპოვეს
Next: ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026
koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026
koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე teona chalidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე

აგვისტო 18, 2026
აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აგვისტო 18, 2026
მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

აგვისტო 18, 2026
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 18, 2026
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის giorgi jobava_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერ გიორგი ჯობავას 56 000 ლარს უხდის

აგვისტო 18, 2026
„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე teona chalidze_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე

აგვისტო 18, 2026
აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარის პროკურატურამ დაზარალებულზე ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა

აგვისტო 18, 2026
მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა koba fartenadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

მოსამართლემ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

აგვისტო 18, 2026
სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფში უცხო ქვეყნის მოქალაქე 109 აბი „პრეგაბალინის“ შემოტანისთვის დააკავეს

აგვისტო 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს eleqtroenergia_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 18, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.