Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

“ბსუ-მ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა” – როლანდ შავაძე გაათავისუფლეს

admin 26/09/2024
roland shavadze_AJARATIMES.GE

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა, ამის შესახებ როლანდ შავაძე სოციალურ ქსელში წერს. გადაწყვეტილებას შავაძე პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

“ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტმა, (ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა) 6 წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. მიზეზები არ არის საძებარი – რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს…

ბსუ-ში მივიღე მაგისტრის და დოქტორის ხარისხი. 2018 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით 6 წელი ვიყავი დასაქმებული. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი, თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა.

რეალურად, ორი კვირის წინათ, პასუხისმგებელი პირი, როგორც სალექციო საათებზე, ასევე სამუშაო დღეებზე შემითანხმდა და გასულ წელთან შედარით ერთი ჯგუფის ნაცვლად, ორ, სურვილის შემთხვევაში სამ ჯგუფთან მუშაობა შემომთავაზა. დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საათები აღარ დარჩა, ამ დროს ჩემთან ერთად მომუშავე 50-მდე უცხო ენის მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.

გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, ვერ შეაფერხებს ბრძოლას რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის ოცნების მხარდამჭრების შვილების საუკეთესო მოვალისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება. ერთად შევქმნით ევროპულ მომავალს,” – წერს როლანდ შავაძე.

კომენტარისთვის “აჭარა თაიმსი” ბსუ-ს დაუკავშირდა, განმარტების გაკეთების შემთხვევაში მასალა განახლდება.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, დაშავდა 2 ადამიანი
Next: სარფის საბაჟოზე ნახევარ მილიონზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

biaff_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

admin 29/10/2025
batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

admin 27/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

admin 26/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს

29/10/2025
BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება biaff_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

29/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

28/10/2025
პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28/10/2025
უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ migracia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ

28/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს

29/10/2025
BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება biaff_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

29/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

28/10/2025
პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

პირადი მიმოწერისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28/10/2025
უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ migracia_AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს – ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უკანონოდ

28/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.