Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

„ქართული ოცნება“ დავით მჭედლიშვილს იოსებ ჟღენტით ანაცვლებს

სულხან მესხიძე ოქტომბერი 29, 2025
_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. მას „ქართული ოცნების“ ქობულეთის მაჟორიტარი და პარტიის სიის მეორე ნომერი – იოსებ (სოსო) ჟღენტი ჩაანაცვლებს.

„არ მცალია და გადმოგირეკავთ,“ – გვითხრა კითხვის მოსმენის შემდეგ იოსებ ჟღენტმა, რომელმაც ჩვენს განმეორებით ზარებს აღარ უპასუხა.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, იოსებ ჟღენტი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ნათესავია.

30 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე, წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეწყდება.

პირველ სხდომაზე ახალ თავმჯდომარესა და  მოადგილეებს აირჩევენ. „ქართული ოცნების“ ახალ საკრებულოში, რომელიც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა, სულ 37 წევრია, მათგან 15 წევრი პროპორციული სიითშევიდა.

ინფორმაციისთვის: დავით მჭედლიშვილის ქონებრივი დეკლარაციის ანალიზმა აჩვენა შესაძლო შეუსაბამობები მის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასა და დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებს შორის.

ღია წყაროების მიხედვით, მჭედლიშვილის ოჯახის წევრები ფლობენ ქობულეთში მდებარე სასტუმროსა და სხვა კომერციულ ობიექტებს, რომელთა ნაწილი დეკლარაციაში სრულად არ იყო ასახული. კერძოდ, საუბარია რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „სიშელზე“, რომლის ნაწილი შვილის სახელზეა გაფორმებული.

დეკლარაციის მიხედვით, მჭედლიშვილს და მის ოჯახს მნიშვნელოვანი უძრავი ქონება აქვთ, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ერთ-ერთ კვლევაში მიუთითა იმაზე, რომ მშენებლობისა და საკუთრების მოცულობები დეკლარაციაში სრულად არ აისახა.

საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს ისიც, რომ აღნიშნული ობიექტები აშენდა იმ პერიოდში, როცა მჭედლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დავით მჭედლიშვილმა სასტუმრო „სიშელი“ 2016-2018 წლებში ნებართვის გარეშე ააშენა. მშენებლობის პერიოდში ქობულეთის მერიის შესაბამის უწყებებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ, არც დადგენილი დარღვევა, არც ჯარიმა.

Post navigation

Previous: BIAFF 2025 – წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ლეღვაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – ტერიტორიაზე 37 მორი და ფიცარი იყო განთავსებული

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციას არ დაუკავშირდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 20, 2026
gaupatiureba_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.