Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გამოაქვეყნეთ სტატისტიკა თქვენი ხელშეწყობით ბათუმში რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა – ენმ ხელისუფლებას მიმართავს

სულხან მესხიძე მარტი 14, 2024
nacionaluri mozraoba_ajaratimes.ge

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეფასებით, ხელისუფლება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით არაფერს აკეთებს, ამის შესახებ ბრიფინგზე რევაზ ხარაზმა განაცხადა.

ხარაზი ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას, რითაც მისი აზრით, პრობლემა გამოიკვეთება. პარტიაში ასევე, განმარტეს, რომ ქვეყანასა და ბათუმში შექმნილი მძიმე ეკონომიკური გარემოების გამო ხალხი გამოსავალს ემიგრაციაში ხედავს.

„დღეს ბათუმი, “ქართული ოცნების” 12 წლიანი მმართველობის შედეგად ბევრი ნეგატიური გამოწვევის წინაშე დგას. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური ფონის მთავარი გამომწვევი მიზეზი გაზრდილი უმუშევრობაა. ბათუმელების დიდი ნაწილი უკვე ემიგრაციაშია, ხოლო კიდევ უფრო მეტი ფიქრობს წასვლას და უცხოეთში სამუშაოს მოპოვებას.

ამ ფონზე კი, „ივანიშვილის ოცნების“ ჩინოვნიკები აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია არაფერს აკეთებს ადგილზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ისინი ყოველწლიურად იზრდიან ხელფასებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს თავიანთი კომფორტისათვის. ჩვენი ბიუჯეტის ფულით ზრდიან საჯარო სამსახურში შტატებს „ოცნების“ პარტიული აქტივის დასასაქმებლად.

აჭარის მთავრობის ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ მივმართავ ივანიშვილის „ოცნების“ ჩინოვნიკებს გამოაქვეყნეთ სტატისტიკა, სად და რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა თქვენი ხელშეწყობით ბათუმში! ამით ნათლად გამოჩნდება და საზოგადოება დაინახავს თქვენი საქმიანობის ეფექტურობას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების პლატფორმა მიშა სააკაშვილთან ერთად 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთანავე შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ეს შესაძლებელია იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით როგორებიცაა – როიალ კარიბიანის ნავსადგური, თავისუფალი სამრეწველო ზონა, გონიოს პოლიგონის ახალი ქალაქი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ჩვენ ეს ერთხელ შევძელით. აჭარას და ბათუმს აქვს ამის პოტენციალი. ამიტომ ჩვენი ამოცანა და მიზანიც ეს არის”, – აცხადებს რეზო ხარაზი.

Post navigation

Previous: გონიოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
Next: ნარკოტიკული საშუალებების შეძენა რეალიზაციის ფაქტები აჭარაში – დაკავებების მორიგი სერია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

ოქტომბერი 30, 2026
ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ციხისძირში ავარია მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ოქტომბერი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა police_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

ოქტომბერი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.